2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეომსაჯებს გამოიყენებენ (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში ვიდეომსაჯობის სისტემას (Video Assistant Referee, VAR) გამოიყენებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინოვაციური ტექნოლოგია რამდენიმე ვიდეოკამერისგან შედგება, რომელთა მიერ გადაღებული კადრები ცალკე ოთახში განთავსებულ სპეციალურ არბიტრებთან ტრანსლირდება, სადაც მათ სადავო მომენტების სხვადასხვა რაკურსით ნახვის საშუალება აქვთ. ამის შემდეგ ისინი ან შეასწორებენ მოედანზე მყოფი მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას, ან დაეთანხმებიან მას.

FIFA-მ VAR-ი პირველად ორი წლის წინ, ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისას გამოიყენა, რომელიც იაპონიაში ჩატარდა 2016 წელს, მეორედ კი რუსეთის კონფედერაციის თასის გათამაშებისას 2017 წელს.

მიმდინარე სეზონზე ტექნოლოგია იტალიის, ინგლისისა და გერმანიის საშინაო მატჩებზე გამოიყენეს.

სისტემის შემქმნელების მტკიცებით, VAR-ის სიზუსტის დონე 93% -დან 99% -მდე გაზარდეს.

ფიფა-ს მსოფლიო თასის 21-ე გათამაშება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ჩატარდება. ფინალურ ეტაპზე 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 2018 წლის ჩემპიონატი აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარებული პირველი მუნდიალი იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატს, 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.