2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები – Forbеs-ის ტოპ-10

რეიტინგის შედგენისას ჟურნალმა Forbes-მა გამოიყენა პორტალ Transfermarkt.com-ის მონაცემები – სწორედ ამ საიტის სპეციალისტები ითვლებიან ყველაზე გავლენიან ანალიტიკოსებად ფეხბურთელების ღირებულების შეფასებაში. პარალელურად მოყვანილია სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის (CIES) მონაცემები, რომლებიც შეიძლება იყოს განსხვავებული ციფრების მხრივ, თუმცა, ეს არ მოქმედებს ამა თუ იმ ფეხბურთელის ადგილზე რეიტინგში.

კოემრსანტი გთავაზობთ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეულს:

1.ჰარი კეინი, 24 წლის, ინგლისი

თავდამსხმელი, კლუბი „ტოტენჰემი“

კონტაქტის ვადა – 30.06.2022

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 203 მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 150 მლნ.

ჰარი კეინმა ითამაშა ინგლისის პრემიერ-ლიგაში 150 მატჩი და გაიტანა 180 გოლი. ორი წლის მანძილზე ის იყო პრემიერ-ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ხოლო 2017-2018 წლების სეზონში  გავიდა მე-2 ადგილზე.

ამ მოთამაშით ინტერსედება მადრიდის „რეალი“, რის გამოც „ტოტენჰემი“ იძულებულია გადაუხადოს მას 120 000 ფუნტი კვირაში.

 

2. ნეიმარი, 26 წლის, ბრაზილია

თავდამსხმელი, კლუბი „პარი სენ-ჟერენ“.

კონტრაქტის ვადა – 30.06.2022

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 201 მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 180 მლნ.

2017 წელს პარიზული კლუბის მფლობელმა ფონდმა Qatar Sports Investments-მა გადაუხადა ბრაზილიელ ფეხბურთელს 300 მლნ.  ევრო  ყატარის მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ელჩობაში.

მიღებული თანხიდან ნეიმარმა გადაუხადა 222 მლნ. ევრო „ბარსელონას“ ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტისთვის, რის შემდეგაც გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“.

თუმცა, დასაწყისში მისი საქმეები ამ გუნდში მიდიოდა არც თუ ისე კარგად –  მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობების გამო. მედია აქტიურად განიხილავდა ნეიმარის „რეალში“ გადაბარგების შესაძლებლობას, თუმცა ამასობაში, პარიზულ კლუბში შეიცვალა მწვრთნელი, და ნეიმარის მდგომარეობაც დასტაბილურდა.

 

3. კილიან მბაპე, 19 წლის, საფრანგეთი

თავდამსხმელი, კლუბი „პარი სენ-ჟერენ“.

კონტრაქტის ვადა – 30.06.2022

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 188,7  მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 120 მლნ.

2016-2017 წლის ბრწყინვალე  სეზონის შემდეგ, როდესაც მან გაიტამა 26 გოლი კლუბ „მონაკოს“ სასარგებლოდ, მბაპეს ელოდებოდნენ მადრიდის „რეალში“,  თუმცა, მან აირჩია „ პარი სენ-ჟერმენი“ სადაც მას ქონდა ძირითად შემადგელობაში მოხვედრის მეტი შანსები.

მან კარგად ჩაატარა სეზონი, გაიტანა 21 გოლი, და „რეალი“ ისევ ცდილობს მის ყიდვას, თუმდა „პსჟ“-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ არ გაყიდის კილიან მბაპეს 1 მლრდ. ევროდაც კი.

 

4. ლიონელ მესი, 30 წლის, არგენტინა

თავდამსხმელი, კლუბი „ბარსელონა“.

კონტრაქტის ვადა – 30.06.2021

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 181,4 მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 180 მლნ.

„ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტის (667 000 ევრო კვირაში), და  სარეკლამო შემოსავლების (30 მლნ. ევრო წელიწადში) წყალობით. ლიონლ მესი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში.

2017-2018 წლების სეზონში მესიმ გაიტანა 34 გოლი, რამაც დაეხმარა ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში.  თუმცა, ამან ვერ უშველა არგენტინის ნაკრების, რომელმაც მსოფლიო ჩემპრიონატზე ვერ გადალახა 1/8 ფინალი.

 

5. მოჰამედ სალაჰი, 26 წლის, ეგვიპტე

თავდამსხმელი, კლუბი „ლივერპული“.

კონტრაქტის ვადა – 30.06.2022

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 174,3  მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 150 მლნ.

2014 წელს ლონდონს „ჩელსიმ“ გადაუხადა 16,5 მლნ. ევრო შვეიცარიის „ბაზელს“ ახალგაზრდა არაბი ფეხბურთელის ხელში  ჩასაგდებად, თუმცა, მალევე ის გააქირავეს იტალიაში, რომაულ კლუბ „რომაში“.

შემდეგ იტალიელება  მიყიდეს სალაჰი „ლივერპულს“ 42 მლნ. ევროდ.

2017-2018 წლების სეზონმა გახადა არაბი ფეხბურთელი მეგა-ვარსკლავად – მან გაიტანა 44 გოლი „ლივერპულის“ შემადგელობაში და შეიტანა დიდი წვლილი ეგვიპტის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში. თუმცა, რუსეთში ნაკრებმა წააგო სამივე შეხვერდა, სალაჰმა კი გაიტანა 2 გოლი.

 

6. დელე ალი, 22 წლის, ინგლისი

ნახევარმცველი, კლუბი „ტოტეჰემი“.

კონტრაქტის ვადა – 30.06.2022

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 173,9  მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 100 მლნ.

13 წლიდან ალი იზრდებოდა კლასელის ოჯახში – ბიოლოგიურმა მშობლებმა უარი თქვეს მასზე. ახალი ნათესავების წყალობით მან შეძლო საფეხბურთო კარიერის გაგრძელება.

2015 წლის თებერვალში „ტოტენჰემმა“ გადაუხადა 6.6 მლნ. ევრო მეორე ლიგის გუნდს „მილტონ კინს დონს“-ს, სადაც თამაშობდა 18 წლის დელე.

ამის შემდეგ მან გაიტანა 37 გოლი ინგლისის ჩემპიონატში, ორჯერ მიიღი პრემიერ-ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება და ამჟამად მისი ყიდვა შეუძლია მხოლოდ სუპერკლუბებს.

 

7. ანტუან გრიზმანი, 27 წლის, საფრანგეთი

თავდამსხმელი, კლუბი „ატლეტიკო“ მადრიდი.

კონტრაქტის ვადა – 30.06.2022

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 166.2 მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 100 მლნ.

ამა წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია გრიზმანის „ბარსელონაში“ მოსალოდნელი გადასვლის შესახებ. კატალონიური კლუბი მზად იყო გადაეხადა გრიზმანში 100 მლმ. ევრო, და უკვე შეათანხმა მასთან პირადი კონტრაქტი (15 მლნ. ევრო წელიწადში, და დამატებით ბონუსები) თუმცა,  „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ, მან გადაწყვიტა დარჩენა,  მით უმეტეს, რომ კლუბმა შესთავაზა მას 25 მლნ. ევრო წელიწადში.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დღეს გრიზმანმა დაწერა ტვიტერში პოსტი „ატლეტიკოს“ სტადიონის ფონზე – „ჩემი გულშემატკივრები, ჩემი გუნდი, ჩემი სახლი“..

 

8. კევინ დე ბრუინე, 26 წლის, ბელგია

თავდამსხმელი, კლუბი „მანჩესტერ სიტი“.

კონტრაქტის ვადა – 30.06.2023

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 165.3 მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 150 მლნ.

20 წლის კევინი თამაშობდა მოკრძალებულ ბელგიურ „გენკში“-ში,  როდესაც მისი შეძენა გადაწყვიტა ლონდონის „ჩელსიმ“. სატრანსფერო გარიგების ღირებულებამ შეადგინა 8 მლნ. ევრო.

2014 წელს ინგლისურმა კლუბმა მიყიდა დე ბრიუნე გერმანულ „ვოლფსბურგს“ 22 მლნ. ევროდ, 2015-ში კი „მანჩესტერ სიტიმ“ იყიდა 76 მლნ. ევრო უკვე არა ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი, არამედ გერმანული ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.

იმ დროისითვის სატრანსფერო გარიგების თანხა იყო სიდიდით მეორე – ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. დღეს დე ბრიუნე ღირს უკვე 2-ჯერ მეტი.

 

9. რომელუ ლუკაკუ, 25 წლის, ბელგია

თავდამსხმელი, კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“.

კონტრაქტის ვადა – 30.06.2022

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 165.2 მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 90 მლნ.

2011 წელს ლონდონის „ჩელსიმ“ გადაუხადა „ანდერლეხტის“ 18 წლის თავდამსხმელში 15 მლნ. ევრო, თუმცა, საბოლოო ჯამში ის ვერ გამოადგა გუნდს.

სამაგიეროდ, მოგვიანებით „ჩელსიმ“ სარფიანად გაყიდა უსარგებლო ფეხბურთელი – „ევერტონმა“ იყიდა ის 35,4 მლნ. ევროდ, ხოლო 2017 წელს უკვე „ევერტონმა“  მიყიდა ლუკაკუ 84,7 მლნ. ევროდ „მანჩესტერ იუნაიტედს“.

 

10. პაულო დიბალა, 24 წლის, არგენტინა

თავდამსხმელი, კლუბი „იუვენტუსი“

კონტრაქტის ვადა – 30.06.2022

სატრანსფერო ღირებულება – CIES-ის ვერსიით 163  მლნ. ევრო, transfermarkt.com-ის  – 100 მლნ.

2012 წელს 19 წლის თავდამსხმელი, რომელიც თამაშობდა არგენტინის მეორე ლიგაში, 11,9 მლნ. ევროდ იყიდა იტალიურმა „პალერმომ“, 3 წელიწადში კი დიბალა 40 მლნ. ევროდ სანაცვლოდ გადავიდა „იუვენტუსში“.

დღეს არგენტინელი არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 2017-2018 წლების სეზონში მან გაიტანა 26 გოლი.

2017 წლიდან პრესაში განიხილება ჭორები გუდნიდან მისი წასვლის შესახებ, თუმცა, ის კვლავ რჩება „იუვენტუსში“.

commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.