2018 წლის ცხრა თვეში საქართველოდან ექსპორტზე 2.2 ტონა ოქრო გავიდა

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 2.2 ტონა ოქროს ექსპორტი განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, ოქრო (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული) საქართველოს top-10 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში მოხვდა.

იანვარ-სექტემბერში 2.2 ტონა ოქროს ექსპორტიდან ქვეყანამ 56.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საქართველოდან ოქროს ექსპორტი ძირითადად შვეიცარიაში ($52.4 მლნ) განხორციელდა; $2.5 მლნ-ის ღირებულების ოქრო გავიდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ხოლო თურქეთში ოქროს ექსპორტიდან ქვეყანამ $1.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

ცნობისთვის: 2017 წელს საქართველოდან 71 მლნ დოლარის დაუმუშავებული და ნახევრადდამუშავებელი 3 ტონა ოქროს ექსპორტი განხორციელდა.

ავტორი: თელარა გელანტია
წყარო: bm.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.