2019 წელს ყველაზე მეტად გაძვირებული Top10-ი პროდუქტი და მომსახურების სფერო

2019 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7.0% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ინფლაცია, წლიური ინფლაციაა და შესაბამისად გვიჩვენებს 2019 წლის ინფლაციის დონეს.

გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს და სერვისს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2019 წლის დეკემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ნიორი, ფასი გაიზარდა 127,7%-ით;
2. წიწიბურა – 74,0%-ით;
3. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68,3%-ით;
4. საზამთრო – 60,2%-ით;
5. ვაშლი – 50,3%-ით;
6. ატამი – 36,0%-ით;
7. მარილი – 32,7%-ით;
8. მანდარინი – 32,0%-ით;
9. ჭარხალი – 31,7%-ით;
10. ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 31,4%-ით.

თვის ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები 2019 წელს:

იანვარი: კომბოსტო – 75.0%-ით
თებერვალი: კომბოსტო – 115.8%-ით
მარტი: კომბოსტო – 166.0%-ით
აპრილი: კომბოსტო – 171.9%-ით
მაისი: ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი – 104.1%-ით
ივნისი: ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი -103.6%-ით
ივლისი: მწვანე ლობიო – 70.1%-ით
აგვისტო: საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68.3%-ით
სექტემბერი: საზამთრო – 91.2%-ით
ოქტომბერი: ნიორი – 96,7%-ით
ნოემბერი: ნიორი – 128,4%-ით
დეკემბერი: ნიორი – 127,7%-ით

გთავაზობთ, 2019 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს:

1. კომბოსტო – 171,9%-ით (მაქსიმალური მნიშნველობა, აპრილში)
2. ნიორი – 128,4%-ით (მაქსიმალური მნიშნველობა, ნოემბერში)
3. ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი – 104,1%-ით (მაქსიმალური მნიშნველობა, მაისში)
4. საზამთრო – 91,2% (მაქსიმალური მნიშნველობა, სექტემბერში)
5. წიწაკა – 78,5% (მაქსიმალური მნიშნველობა, აპრილში)
6. წიწიბურა – 74,0% (მაქსიმალური მნიშნველობა, დეკემბერში)
7. მწვანე ლობიო – 70,9% (მაქსიმალური მნიშნველობა, ივლისში)
8. მწვანილი – 70,4% (მაქსიმალური მნიშნველობა, მარტში)
9. მსხალი – 69,0% (მაქსიმალური მნიშნველობა, ოქტომბერში)
10. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68,3% (მაქსიმალური მნიშნველობა, აგვისტო-დეკემბერი)

ბოლო 9 წლის განმავლობაში წლის ბოლოს ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები ასე გამოიყურება:
2019 წელი (დეკემბერი): ნიორი – 127,7%-ით
2018 წელი (დეკემბერი): კომბოსტო – 48,7%-ით
2017 წელი (დეკემბერი): ლიმონი – 68,1%-ით
2016 წელი (დეკემბერი): ალუბალი – 49,3%-ით
2015 წელი (დეკემბერი): ალუბალი – 72,6%-ით
2014 წელი (დეკემბერი): საზამთრო – 68,8%-ით
2013 წელი (დეკემბერი): კარტოფილი – 99,3%-ით
2012 წელი (დეკემბერი):ალუბალი – 77,4%-ით
2011 წელი (დეკემბერი): მწვანილი – 172,6%-ით

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.