2019 წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 42%-ით გაიზარდა – ივანიშვილის ხელისუფლებამ კორუფციის ყველა რეკორდი მოხსნა?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების შემთხვევი 42%-ით გაიზარდა. სულ საანგარიშო პერიოდში ქრთამის აღების 40 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, 20%-ით გაიზარდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, მიმდინარე წელს სულ ასეთი 42 შემთხვევა დაფიქსირდა. 

აღნიშნულ პერიოდში 30%-ით შემცირდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, ასევე 2,9%-ით შემცირდა სამსახურებრივი გულგრილობის მავენებელი.

სულ 2019 წლის პირველ ნახევარში სამოხელეო დანაშაულის 287 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.