2020 წლიდან საქართველოს სამ ქვეყანაში სამი ეკონომიკური დესპანი ეყოლება

2020 წლიდან საქართველოს სამ ქვეყანაში ეკონომიკური დესპანი ეყოლება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმირ კონსტანტინიდმა განმარტა, ამ ეტაპზე სამი ადამიანია შერჩეული და ისინი ეკონომიკურ დესპანებად დაინიშნებიან – აშშ-ში, პეკინსა და ბრიუსელში.

“შესაბამისი კონკურსი გამოცხადდა, შეირჩა კანდიდატები. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ სამი ძირითადი პუნქტი იქნება, სააც პირველი ეკონომიკური დესპანები იქნებიან მივლენილი. შემდეგ, პრიორიტეტების მიხედვით დაინიშნებიან სხვა ქევყნებში”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, ახალი პოზიცია, ეკონომიკური დესპანი შეიქმნებოდა. ამის შესახებ ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ თქვა და განმარტა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აქვს რესურსი, საელჩოების პარალელურად ატაშეების მასშტაბური ინსტიტუტები ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.