2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად 3 ქვეყანაში ჩატარდება

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 3 ქვეყანაში ჩატარდება – აღნიშნული ინფორმაცია დღეს FIFA-ს კონგრესზე ოფიციალურად გაჟღერდა. FIFA-ს მიხედვით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ორი რამ იქნება გარანტირებული: რეკორდული რაოდენობის მაყურებელი და ფინანსური მოგება, რომელიც $11 მილიარდს მიაღწევს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზიას მაროკოც აცხადებდა, თუმცა მის კანდიდატურას მხოლოდ 65-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ კი დელეგატთა 134 ხმა მიიღეს.

ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს ერთდროულად სამი ქვეყანა უმასპინძლებს. თამაშების უმეტესობა აშშ-ში ჩატარდება (60), ხოლო მექსიკასა და კანადაში კი მხოლოდ 10-10 მატჩი გაიმართება.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე უკანასკნელად მსოფლიო ჩემპიონატი 1994 წელს ჩატარდა.

“New York Times”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.