no title

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

—- ვისაც ქვემოთ მოყვანილი ტექსტის სიმართლეში კიდე ეჭვი ეპარება, ან ბრმა მიამიტია, ან მას ეხება ეს სტატუსი—-
(გავაზიაროთ)

დედამიწაზე იშვიათია სახელმწიფო, რომელიც რამით მაინც შეიძლება წააგავდეს საქართველოს. მას ჩვენ სახელმწიფოდ მოვიხსენიებთ ფორმალურად თორე, ეს ბიძინას კლანის ფულის საჭრელი დანადგარი უფროა და მსოფლიო იმპერიების ფეხსაწმენდი დანამატი. ამ ქვეყანაში ყველაფერი მოჩვენებითია. ყველა სტრუქტურა რომელიც სახელმწიფოებრიობის ამინდს ქმნის, მუშაობს იმ ფასადის შესაქმნელად, რომ ამ მსოფლიო შავი ფულის რეცხვის, ლგბტ გრანტიჭამიების, ვამპირად ქცეული ბანკების და სხვა კულისური აფიორების პოლიგონს ფორმალურად ჰქონდეს სახელმწიფოს სახე. მისი სამხედრო ძალებიც კი მსოფლიო ნარკოკარტელის დაცვას ემსახურება ,,ავღანეთის მისიის, ნიღაბქვეშ……
ისიც პარადოქსია, რომ ქვეყნის მთავარი თაღლითის ხელში ჩავარდნილი ეს უძველესი კულტურის ქვეყანა, რომელსაც საქართველო ქვია, ყველაზე ანტიქართული და ქართველთმოძულე ტერიტორიაა დედამიწაზე, რადგან აქ ყველაფერი იყიდება რაზეც წესით უნდა იდგეს და შენდებოდეს ქართული სახელმწიფო. რაზეც უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები…..
ამ დეზინფორმაციის და ტყუილებით სავსე ტელემედიის ჟონგლიორობის მიღმა, დღეს სრულებით შენიღბულია ის დანაშაულებრივი და კორუფციული გარიგებები, რომლებიც სახელმწიფო დონეზე იდება და ანადგურებს ქვეყანას—ეს არის მიწების გაყიდვა ისტორიულად მტრულად განწყობილი მუსულმანური ქვეყნების მოქალაქეებზე თუ, ტყეების გადაცემა უცხოელებზე პირდაპირ გაჩეხვის უფლებით, მთიან რეგიონებში ჰესების უკონტროლოდ მშენებლობა, თუ ბინათმშენებლობის ბუმი და მათში ასევე მუსულმანი ახალმობინადრეების ჩასახლება… პარლამენტი, მთავრობა და მთელი სახელმწიფო აპარატი დღეს ერთ დიდ დახლს წარმოადგენს, რომელზეც გადმოლაგებულია საქართველო ,,ჩადგმით,, თუ ,,ჩამოტარებით,,. იყიდება ყველაფერი რაც ფულს ტოვებს, რადგან აფიორაზე აწყობილ სახელმწიფოში პოლიტიკა ბიზნესადაა ქცეული, ხოლო პოლიტიკაში ყოფნის ვადა ბოგანოთა გამილიონერების შანსია. სახელმწიფო ღალატი, როგორც ფაქტი აქ ყველასგან იგნორირებულია, რადგან ის ხელისუფლებების ძირითად საქმიანობადაა ქცეული აგერ უკვე მესამე ათწლეულია. აქ დაუსჯელობა და პოლიტიკიდან მაძღრად წასვლა კი ჩვეულებრივ ამბავადაა მიჩნეული.
ეს ჩვენი წინაპრების მიერ, ათასწლეულების ქარცეცხლში გამოტარებული საქართველო, არც მეტი, არც ნაკლები თაღლით-აფერისტების ხელშია ჩავარდნილი და მას მხოლოდ ქართველი ერის ერთ მონოლითად შეკვრა გადაარჩენს… ესენი უნდა დავამთავროთ, თორე შვილძირიანა დაგვამთავრებენ….
p.s.მე მესმის, რომ ზოგიერთი ჩვენთაგანი მაინც ვერ იჯერებს ამ სტატუსის შინაარსს, მაგრამ ეს სახეზეა. უბედურება სწორედ ესაა, რომ ჩვენ ათასგვარი ხერხით და ხრიკით შეგვაჩვიეს ამ აფიორას, რასაც დღეს ქართული სახელმწიფო ქვია…

alia.ge”Фото გურამ ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.