3 ოქროს, ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ჭადრაკში სკოლის მოსწავლეთა შორის ევროპის პირველობა

შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა 7 წლის დავით თათვაძემ. აღსანიშნავია, რომ დავითმა 9-დან 9 შეხვედრაში გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გასულ თანატოლს სამი ქულით გაუსწრო.

9 წლის კესარია მგელაძე მეორე ქართველი მოსწავლეა, რომელმაც მამაიაში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. მოსწავლეთა შორის მსოფლიოს 2019 წლის სასკოლო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელმა კესარია მგელაძემ ბოლო ტურში გადაასწრო მეტოქეებს და 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით გავიდა პირველ ადგილზე.

კიდევ ერთი მედალოსანი 7 წლის ასაკის გოგონებში გვყავს.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი ენი მაჭავარიანი გახდა. ენიმ 9-დან 7 ქულა დააგროვა.

ბრინჯაოს მედალოსანია აგრეთვე 15 წლის ნია დოღვანი. ნიამ ბოლო ტურში რუსი ეკატერინა ვარაბიოვა დაამარცხა, პოლონელი ჰანა ცარკოვსკას მსგავსად 5,5 ქულა დააგროვა, მაგრამ მას უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მესამე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას მონაწილეები ბლიცში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. 9 წლის ასაკის გოგონათა შორის 7-დან 5,5 ქულით ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მართა სორდიამ მოიპოვა..

ბლიცში, 11 წლის ასაკის ბიჭებში 7-დან 5,5 ქულით დავით ნემსაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

9 წლის ასაკის გოგონებში ნახევარი ქულით ჩამორჩა მეორე-მესამე ადგილზე გასულ თანატოლებს ანასტასია ზარქუა. მან 6 ქულა დააგროვა. ამავე ასაკში ჩვენმა მესამე მონაწილემ, მართა სორდიამ 4,5 ქულა დააგროვა.

9 წლის ასაკის მოსწავლე ბიჭებს შორის მესამე ადგილზე გასულს ქულით ჩამორჩა დათა ქალაბეგაშვილი. მან 9-დან 5,5 ქულა დააგროვა. ამავე ასაკში ჩვენმა კიდევ ერთი მოსწავლემ – ალექსანდრე კვიციანმა 4,5 ქულა დააგროვა

11 წლის ასაკის გოგონებში მარიამ ცეცხლაძემ 5,5 ქულა დააგროვა და ქულით ჩამორჩა მესამე ადგილზე გასულს.

11 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის დავით კოტოლაშვილმა 9-დან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით ჩამორჩა მესამე ადგილზე გასულს. ჩვენმა მეორე მონაწილემ, დავით ნემსაძემ 5,5 ქულით მისი მომდევნო ადგილი დაიკავა.

13 წლის ასაკის გოგონებში ანა მამარდაშვილმა 9-დან 5 ქულა დაგროვა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.