4 წლის შემდეგ, ყატარში, მსოფლოს მერვე საოცრებას გვპირდებიან

ორი შეხვედრაც და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება. დიდი ფეხბურთი ზუსტად 4 წლით დაგვემშვიდობება და 4 წლის შემდეგ, ყატარში, მსოფლოს მერვე საოცრებას გვპირდებიან. არაბმა შეიხებმა უკვე განაცხადეს, რომ მომავალი მსოფლიო არნახული იქნება იმ ტექნოლოგიებით, რომელთა დანერგვასაც აპირებენ. როგორც დაანონსდა, აუტანელი სიცხე არავის შეაწუხებს, რადგან ახალ სტადიონებს კონდინცირების სისტემა ექნება და რაც მთავარია, იქნება ღრუბელი, რომელსაც პულტით მართავენ. ეს სამომავლოდ, ახლა კი…

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფავორიტად ბელგია ტყუილად არ მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ ბელგიელებს კარგი გუნდი ჰყავთ, ინგლისელთა თავკაცმა, გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ მის შეგირდებს მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღება არ სურთ და არავინ იცის, დღეს საღამოს რა შემადგენლობით გამოვლენ ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები. ისინი ფინალისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ფინალამდე ხორვატიამ არ მიუშვა.

ხორვატია… ქვეყანა, რომელსაც ხშირად ადარებენ საქართველოს, აქაოდა ისეთივე პატარაა, დამოუკიდებლობა ბრძოლით მოიპოვაო და… იმას კი არავინ ამბობს, რომ 2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ხორვატიაში მცხოვრები 4.2 მილიონი ადამიანიდან 90.4% ხორვატია, 4.4% – სერბი, დანარჩენი ერები კი სულ რაღაც 5% არიან. ახლა შოვინიზმში რომ არავინ ჩამომართვას, იმასაც ვიტყვი, რომ ხორვატრებს მსოფლიოში ყველაზე მეტად აქვთ გამძაფრებული გრძნობა და სწორედ ასეთი პატრიოტიზმით უდგებიან ნებისმიერ საქმეს. ამის მიუხედავად, ხორვატებს საფრანგეთთან ძალიან გაუჭირდებათ. 1998 წლის შემდეგ, ფრანგები ასე ახლოს მსოფლიო თასთან არასოდეს ყოფილან და ისიც ვთქვათ, რომ 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონი ფრანგების კაპიტანი დიდიე დეშამი იყო, კაცი, რომელიც ახლა გუნდის მთავარი მწვრთნელია და ახლა მწვრთნელის რანგში ეშურება ჩემპიონობას. ვნახოთ, ვინ აწევს დღეს თავს ზემოთ 6.175 კილოგრამიან ოქროს. სწორედ ამდენს იწონის მსოფლიო ჩამპიონისთვის განკუთვნილი თასი და ის 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული.

მსოფლიო ჩემპიონატი

მატჩი მესამე ადგილისთვის

14 ივლისი, შაბათი

ბელგია VS ინგლისი (18.00 სთ.)

სანქტ პეტერბურგი, „სანქტ პეტერბურგის სტადიონი“, ტევადობა – 67 000, გაიხსნა 2017 წ.

William Hillის კოეფიციენტი

2.15     3.60     3.20

ბელგია

ტრავმირებული: არავინ

ინგლისი

ტრავმირებული: ჰენდერსონი, ტრიპიერი, უოლკერი

ფინალი

15 ივლისი, კვირა

საფრანგეთი VS ხორვატია (19.00 სთ.)

მოსკოვი, „ლუჟნიკები“, ტევადობა – 81 000, გაიხსნა 1956 წ.

William Hillის კოეფიციენტი

1.85     3.10     5.00

საფრანგეთი

ტრავმირებული: მატუიდი

ხორვატია

ტრავმირებული: ნიკოლა კალინიჩი (შეკრებიდან მწვრთნელმა გააგდო), სტრინიჩი, პერიშიჩი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.