42 თურქმა პილოტმა,რომლებიც მეხუთე თაობის გამანადგურებლების F-35 პილოტირებას ეუფლებოდა სასწრაფო წესით შეუჩერდათ სასწავლო პროგრამა და ქვეყანა უნდა დატოვონ თვის ბოლომდე

42 თურქმა პილოტმა,რომლებიც მეხუთე თაობის გამანადგურებლების F-35 პილოტირებას ეუფლებოდა სასწრაფო წესით შეუჩერდათ სასწავლო პროგრამა და ქვეყანა უნდა დატოვონ თვის ბოლომდე.

ესეთია ვაშინგტონის რეაქცია,რომელიც გამოიწვია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის  С-400 შეძენამ.

ამ ინფორმაციას ავრცელებს პენტაგონის მეთაურის მოვალეობების შემსრულებელი რატრიკ შანაჰანი.  The Foreign Policy-ის ინფორმაციის თანახმად შანაჰანმა ეს შეტყობინება თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მეთაურს ჰუსულ აქარს 6 ივნისს მიაწოდა. ამას გარდა თურქ პილოტებს აეკრძალათ ლიუქის(არიზონა) და ეგლინის (ფლორიდა) სამხედრო ბაზებზე შესვლა,სადაც ისინი მომზადებას გადიოდნენ.ცოტა ხნით ადე პენტაგონმა უარი თქვა  თურქი პილოტების ახალი პარტიის მიღებაზე,ხოლო ამჟამად ისინიც გააძევა ვისაც დაწყებული ქონდა სასწავლო კურსების ათვისება.

ამასთან უკვე აშკარაა რომ F-35 -ის თურქეთისათვის გადაცემაზე საერთოდ საუბარიც კი არ იქნება. მომავალში კი შესაძლოა თურქეთის ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღოს და მის მიმართ ამოქმედდეს ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული აქტი  “აშშ-ს მტრების დაფინანსება “,რასაც ავტომატურად მოყვება ეკონომიკური სანქციების მიღება.

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.