საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომლებზე 2018 წლის 9 თვეში – იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით გაიცა 576 869.47 ლარი, ხოლო დანამატის სახით 40 210 ლარი.
უფრო ზუსტად კი იანვარში 46 თანამშრომელზე გაიცა 49 824.75 ლარი, თებერვალში ამდენივე თანამშრომელზე 50 756 ლარი, მარტში 45 თანამშრომელზე გაიცა 65 865 ლარი, აპრილში 48 თანამშრომელზე გაიცა 67 887.60 ლარი, მაისში 49 თანამშრომელზე გაიცა 67 564.46 ლარი, ივნისში 49 თანამშრომელზე 70 061.10 ლარი, ივლისში 47 თანამშრომელზე გაიცა 66 712. 13 ლარი, აგვისტოში 46 თანამშრომელზე გაიცა 69 548. 43 ლარი, ხოლო სექტემბერში 68 650 ლარი.
რაც შეეხება დანამატებს, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მოთხოვნილი 9 თვიანი პერიოდიდან სულ 3 თვეში – იანვარში, თებერვალსა და მარტში გაიცა. რაც შეეხება სხვა თვეებს დანამატი არ გაცემულა თუ სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში დადასტურებული არ არის. რაც შეეხება ამ სამ თვეში გაცემულ დანამტებს, რიცხვებში ასე გამოიყურება:
იანვარში 16 თანამშრომელზე გაცემულია 12 120 ლარის ოდენობის დანამატი, თებერვალში 15 თანამშრომელზე 9 920 ლარი, მარტში კი 45 თანამშრომელზე 18 170 ლარის დანამატი გაიცა. ჯამში 40 210 ლარის ოდენობით.
ipress.ge