6 თვეში კომერციულმა ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 38,7 მილიონი ლარი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 38 796 157 ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო –  13 666 962 ლარი. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ – 10 126 645 ლარი.

მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკი“ – მან 2018 წლის ორ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 6 730 640 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა – „კრედო“ – 2 492 860 ლარი. ტოპ-ხუთეულშია„ფინკა ბანკი“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის 5 თვეში კომერციული ბანკების მიერ ამოღებული სესხების მაჩვენებელი 9,5 მილიონი ლარია. 2017 წლის 5 თვეში კი 7,7 მილიონი ლარი.

ადგილობრივ ბაზარზე 16 კომერციული ბანკი ოპერირებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.