6 თვეში საქართველოში 5009 სამშენებლო ნებართვა გაიცა

წლის პირველ ნახევარში საქართველოში 5009 სამშენებლო ნებართვა გაიცა. აქედან ყველაზე მეტი ნებართვა თბილისზე მოდიოდა, მათმა რაოდენობამ იანვარ-ივნისში 2360 შეადგინა. ინფორმაციას Forbes.ge-ზე დაყრდნობით, Commersant-ი ავრცელებს.

გაცემული ნებართვებიდან 3247 საცხოვრებელ შენობაზე მოდიოდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სასტუმროს მშენებლობაზე 6 თვეში 158 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18 ნებართვით მეტია.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის მშენებლობაზე წლის 6 თვეში ჯამში 132 ნებართვა გაიცა, ხოლო სამრეწველო და სასაწყობე შენობაზე 265.

იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 1334 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, აქედან 26 სასტუმრო იყო, 90 სამრეწველო და სასაწყობე შენობა, 42 კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი. წლის პირველ 6 თვეში ექსპლუატაციაში 27 კაფე-ბარი და რესტორანი შევიდა; დასრულდა 202 სავაჭრო ობიექტის მშენებლოდა. 6 თვეში 666 საცხოვრებელი შენობა შევიდა ექსპლუატაციაში.

ექსპლუატაციაში შესული ობიექტებიდან 428 თბილისშია, მათგან 5 კი სასტუმროა. აჭარაში 60 ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, აქედან 10 სასტუმრო იყო. გურიაში 48, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 104. 149 შენობა შევიდა ექსპლუატაციაში იმერეთში, ხოლო ქვემო ქართლში – 206.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.