6 თვეში შსს გენინსპექციამ 800 სამართალდარღვევა გამოავლინა და სამსახური 65-მა თანამშრომელმა დატოვა – შსს თუ გამოუსწორებელთა კოლონია?

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში გენერალურმა ისნპექციამ 800 სამართალდარღვევა გამოავლინა, შედეგად კი, სამსახური 65-მა თანამშრომელმა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

“გენერალური ინსპექციის მიერ 6 თვის განმავლობაში გამოვლენილია 800 სამართალდარღვევა. ამის გამო სხვადასხვა სახით იყო პასუხისგებაში მიცემული არაერთი პირი, მათგან 65 არის დათხოვილი შს სამინისტროს რიგებიდან. ძირითადად ესენი არიან საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები,“ – განაცხადა გახარიამ.

rustavi2.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.