60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი საურავებისა და სესხების ჯარიმებიდან – ექსპერტები მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ურჩევენ

ბოლო 9 თვის განმავლობაში კომერციული ბანკებში საურავებისა და სესხების ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან ყველაზე მეტი – თითქმის 22 მილიონი ლარი TBC ბანკმა მიიღო.

ასევე მხოლოდ ვადაგადაცილებული სესხების დაჯარიმებიდან 14 მილიონის შემოსავალი ერგო  საქართველოს ბანკს. ხუთეულს ქართუ ბანკი ასრულებს.

ჭარბვალიანობისა და პრობლემური საფინანსო ვალდებულებების მიზეზებს ექსპერტები ქვეყანის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და მთავრობის არასწორ გადაწყვეტილებებში ეძებენ. თუმცა, ეკონომისტების ნაწილი შექმნილ ვითარებაზე, ხელისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებლობას საბანკო სექტორსაც აკისრებს.

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა, პრობლემური სესხების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიზეზი, ერთი მხრივ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციაა, მეორე მხრივ კი, ახალი საბანკო რეგულაციები, რომელიც დედოლარიზაციას უკავშირდება და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემას ზღუდავს.

ლარმა წლის რეკორდი მოხსნა. ერთი დოლარი ოფიციალურად 2.72 ლარი ღირს. თუმცა, სავალუტო ჯიხურებში მისი ღირებულება 2.73 ან 2.74 ლარია. კერძო ბანკებში კი ერთი დოლარის ღირებულება 2.76 ლარია. გაძვირდა ევროც.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის ოპტიმიზმის მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება.

ექსპერტები ხელისუფლებას პრობლემის აღიარებასა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ურჩევენ. ბოლო ერთ თვეში ეროვნული ვალუტა, ჯამში, 11 თეთრით გაუფასურდა.

“რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.