65 დაღუპული და 22 ათასზე მეტი ჰოსპიტალიზებული – ანომალიური სიცხე

ორი კვირის განმავლობაში იაპონიაში ანომალიური სიცხის გამო, 65 ადამიანი დაიღუპა, 22 ათასზე მეტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ რეკორდული სიცხის გამო ადგილი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მეტეოროლოგების განცხადებით, აგვისტოს ბოლომდე ტემპერატურა 35 ° C- ზე შენარჩუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 ივლისს ქალაქ კუმაგაიაში 41.1 ° C ტემპერატურა დაფიქსირდა. ტოკიოში, ჰაერის ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა 40-გრადუსს.
იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სიცხის გამო მოსწავლეებს შესაძლოა საზაფხულო არდადეგები გაუხანგრძლივონ.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.