65 წელს ზემოთ პირებს მძღოლობა აეკრძალებათ – ახალი ინიციატივა პარლამენტში

პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.
ავტორი ითხოვს, რომ 65 წლის ზემოთ პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლობა აეკრძალოთ. ცვლილებას „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების“ შესახებ კანონი ითვალისწინებს. ინიციატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში მცხოვრები ზვიად კუბლაშვილია.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი დაძინების და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამო მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. 2017 წელს რამდენიმე ადამიანი შეეწირა მოხუცი მძღოლების ყურადღების მოდუნებას“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ასევე, საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი ითხოვს, რომ 10 წელზე მეტი ავტომანქანების საზოგადოებრივ ტრანსპორტად მუშაობა უნდა აიკრძალოს.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით კატასტროფულ სიტუაციაშია და სრული განუკითხაობა სუფევს, როგორც უნდათ ისე უმატებენ ფასს“, – ამბობს საკანონმდებლო წინადადების ავტორი.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: