7 დანაშაული, რომელზეც შეიძლებოდა ფარცხალაძისთვის ბრალი წარედგინათ – კახიძე

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში წერს თუ რა დანაშაულებისთვის შეიძლება წარედგინათ ბრალი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისათვის:

“რა დანაშაულისთვის შეიძლება წარედგინათ ბრალი ფარცხალაძისთვის?

ა) მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა;
ბ) მერაბიშვილის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, მოწმეებზე ზეწოლა, ცრუ ჩვენება;
გ) კორუფციული გარიგებები ბათუმის პორტის, ჯორჯიან მანგანეზის და სიგარეტის ბიზნესის საქმეებზე;
დ) მიწასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი;
ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ცემა მამხილებელი ანგარიშის მომზადებისთვის;
ვ) ყიფიანის შეურაცხყოფა სარდაფში და მერე მისი იძულება, მოეყოლა კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ზღაპარი;
ზ) მირზა სუბელიანის სასარგებლოდ პროკურატურაზე ზეწოლა ხორავას ქუჩის საქმეში

მე დავიღალე, თქვე გააგრძელეთ, სა-ქართ

მარა მაინც უფრო ის ამბავია –

“საქმეს თუ ჭირდება, წამიყენონ ბრალი შეფ, ბოლო-ბოლო ჩავჯდები კიდეც ცოტა ხნით, გადაიაროს ამ ამბებმა და..” წერს კახიძე

“pirveliradio.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.