72 წლის ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია (ვიდეო-ფოტო)

სტუ-ს 72 წლის პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა ეგვიპტის ქ. ჰურგადაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს მსოფლიო ასპარეზობა თანამედროვე ხუთჭიდის ორ სახეობაში ბიატლსა (სირბილი, ცურვა) და ტრიატლში (სროლა, ცურვა, სირბილი) გაიმართა 27-28 ოქტომბერს. ჰენრი კუპრაშვილმა გარდა ბიატლში აღებული პირველი ადგილსა, აგრეთვე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ტრიატლშიც.

საქართველოდან წარგზავნილებიდან მესამე ადგილები მოიპოვეს კატეგორია-U13-ში ნოე ფანცხავამ და კატეგორია 40+50 ლია ქორჩილავამ. ხოლო კატეგორია-U19 ქრისტინა ჭიტაძემ მოიპოვა მეოთხე ადგილი. საქართველოს ნაკრების გამგზავრება თბილისის მერიამ დააფინანსა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰენრი კუპრაშვილი არის სამ გზის მსოფლიოს ჩემპიონი (ბიატლი, ტრიატლი), გინესის რეკორცმენი ხელფეხშეკრულ ცურვაში, მსოფლიოს პრიზიორი ყინულში ცურვაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “INFO NEWS”-ი ულოცავს ბატონ ჰენრი კუპრაშვილს ამ დიდ მიღწევას და ყველა ჩვენს მონაწელეს!

 

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.