77 % – საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მხოლოდ პრო-დასავლური – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში გამოკითხულთა 77 % მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ“ მიმართული (27 %) ან პრო-დასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან​ ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 %)“.

ამავე კვლევით, რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერია – 76%. ეს მაჩვენებელი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6%-ით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19 %-ით შემცირდა.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხებისპროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.