8 სამართალდამცველი მირტყამდა… ქურთუკის ფერი არ მოეწონათ – ზვიად რატიანი დაკავების დეტალებს იხსენებს

პოეტი ზვიად რატიანი დაკავების და პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ზეწოლის დეტალებს იხსენებს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლებს.

რატიანს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები შეხვდნენ.

გათავისუფლების შემდეგ ზვიად რატიანი ამბობს, რომ ინციდენტი და მისი დაკავება ქურთუკის ფერის გამო მოხდა. მისივე თქმით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე რაც გავიგე, შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 8 სამართალდამცველი მირტყამდა, ძირითადად თავის არეში. სხეულზეც მაქვს დაზიანებები. ყელში მიჭერდნენ, მეც ვუწევდი წინააღმდეგობას. დაახლოებით ორი საათი ვიყავი მანქანაში. იარაღით მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ხელკეტი ჰქონდათ. საათობით გაგრძელდა ჩემი წვალება.

როცა მიმიყვანეს დაკავების იზოლატორში, აქ კარგად მექცეოდნენ, ექიმიც მოვიდა“,- აცხადებს რატიანი.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველების მიერ პოეტ ზვიად რატიანის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა.

“რაც შეეხება მოქალაქე ზ.რ.-ს დაკავების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება , მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.