9 უმდიდრესი ადამიანი უფრო მეტს ფლობს, ვიდრე დედამიწის 4 მილიარდი მოსახლე

Oxfam-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიო მოსახლების 1% იმაზე მეტ სიმდიდრეს ფლობს, ვიდრე საერთო პოპულაციის 50%. კიდევ ერთი თვალსაჩინო ფაქტი – სულ რაღაც 9 ადამიანი იმაზე მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე პლანეტის 4 მილიარდი მაცხოვრებელი.

Oxfam-ის ვარაუდით, მსოფლიო პირველ ტრილიონერ ადამიანს დაახლობით 25 წელიწადში იხილავს.

შვეიცარული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის UBS-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში დღეს დაახლოებით 1500 მილიარდერია. მათ შორის, 560 აშშ-ის მოქალაქეა.

ქვემოთ მოცემულია Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 9 ადამიანი.

9. ლარი პეიჯი — $52.2 მილიარდი

ლოურენს ედვარდ პეიჯი Google-ის დამაარსებელია. იგი ამჟამად Google-ის მფლობელ კომპანიას, Alphabet-ს ხელმძღვანელობს.

8. ლარი ელისონი — $60.4 მილიარდი

ლარი ელისონმა 1977 წელს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oracle დააარსა. კომპანიის სასტარტო კაპიტალს $2000 წარმოადგენდა ($1200 თავად ელისონმა გაიღო). ელისონმა კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი 2014 წელს დატოვა, თუმცა კომპანიის მართვის საქმეებში კვლავ ჩართულია.

7. კარლოს სლიმი — $67.6 მილიარდი

კარლოს სლიმი ლათინური ამერიკის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიას, América Móvil-ს ფლობს. პარალერალურად, იგი კომპანიის ხელმძღვანელიცაა. América Móvil-ის გარდა, იგი ბიზნესს უძრავი ქონებისა და საცალო გაყიდვების სექტორშიც ფლობს. იგი მექსიკის უმდიდრესი ადამიანია.

6. ბერნარ არნო — $68.7 მილიარდი

ბერნარ არნო კომპანია LVMH-ის გენერალური დირექტორი 1989 წლიდან იყო. LVMH ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Louis Vuitton, Sephora, Dom Perignon და სხვები.

5. მარკ ცუკერბერგი — $72 მილიარდი

Facebook-ის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელი ჰარვარდში სწავლისას, საკუთარ ოთახში 13 წლის წინ შექმნა. წლების განმავლობაში, Facebook-ი განვითარდა, ხოლო ცუკერბერგი კი მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.

4. ამანსიო ორტეგა — $75.8 მილიარდი

ამანსიო ორტეგა ევროპაში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან კომპანია Inditex-ი 1975 წელს დააარსა – კომპანია, რომლის გაერთიანებაშიც Massimo Dutti, Pull&Bear, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და Uterqüe შედიან.

3. უორენ ბაფეტი — $90.1 მილიარდი

უორენ ბაფეტი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია. იგი საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის 1970 წლიდან მართავდა და მილიარდერის წოდება 32 წლის ასაკში მიიღო.

2.ბილ გეიტსი — $91.9 მილიარდი

ბილ გეიტსმა Microsoft-ი 1975 წელს დააარსა და კომპანიას 2000 წლამდე მართავდა. პარალეურად, იგი ფლობს კანადის რკინიგზის, AutoNation-ისა და სხვა კომპანიების აქციებს. მეუღლესთან, მელინდასთან ერთად მან “ბილ და მელინდა გეიტსების“ ფონდი დააარსა, რომელიც ჯანდაცვის, სიღარიბის აღმოფხვრისა და სხვა მიმართულებებით მუშაობს.

1. ჯეფ ბეზოსი — $108.9 მილიარდი

ბეზოსი Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ამ ეტაპზე ბეზოსი კომპანიის დაახლოებით 17%-იან წილს ფლობს. 2013 წელს მან Washington Post-ი $250 მილიონად შეიძინა. ამასთან., იგი კომპანია Blue Origin-საც ფლობს. 2017 წელს ბეზოსმა $19.3 მილიარდი გამოიმუშავა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.