92 მილიონად შეფასებული სუპერ პუმა ამ დრომდე ლაფანყური-ართანის ტყეშია – რას მალავს ხელისუფლება (ვიდეო)

90 მილიონ ლარად შეფასებული პუმას ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ართანა-ლაფანყურის მთებში 2018 წლის 12 ივლისს ჩამოვარდა, ჯერ კიდევ ხევშია და ჟანგდება. ამის ამსახველი ფოტო “ფორმულამ” მოიპოვა. ტერიტორია, სადაც ახლა პუმას ტიპის ვერტმფრენი გდია, ლაფანყურის სასაზღვრო სექტორს მიღმა მდებარეობს. მესაზღვრეებმა გვითხრეს, რომ ტერიტორიამდე მისვლა სამანქანო გზით შეუძლებელია და სასაზღვრო პუნქტის იქით აღარ შეგვიშვეს. 

უწყება, რომლის ბალანსზეც საფრანგეთში შეძენილი ვერტმფრენია, ავარიულად დაშვების მიზეზებს და მომხდარის დეტალებს მალავს. უცნობია, ჰქონდათ თუ არა ავარიულად ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფრინავებს მართვის ლიცენზია. “ფორმულას” ინფორმაციით, ორივე პილოტს საყვედური გამოუცხადეს. დაშვებისას ბორტის 5 წევრი დაშავდა. 

“ფორმულამ” გაარკვია, რომ ბორტზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟს მირიან დოღოძე ხელმძღვანელობდა, დამხმარე მდივანი კობა მელიქიშვილი იყო, რომელიც ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. მელიქიშვილი არც იმას გვეუბნება ჰქონდა თუ არა სპეციალური ლიცენზია პუმას ტიპის ვერტმფრენის სამართავად. საფრანგეთიდან პუმას ტიპის ვერტმფრენების შემოყვანამდე სახელმწიფომ სულ 18 მფრინავები გადაამზადა და მათთვის ფრენის უფლება გასცა. იყვნენ თუ არა მათ შორის დოღოძე და მელიქიშვილი უცნობია. 

მფრინავის მამა, ალიკა მელიქიშვილი იხსენებს, რომ მის შვილსა და კიდევ 2 მფრინავს ამ ამბის შემდეგ საყვედური გამოუცხადეს. ავარიულად დაშვების ოფიციალური მიზეზი შსს-ს ამ დრომდე არ უთქვამს. უწყებას არც ე.წ. შავი ყუთის ჩანაწერები გაუსაჯაროებია. 

შსს-მ ერთადერთი განცხადება 2018 წელს გაავრცელა, სადაც ეწერა რომ ბორტის 5 წევრი დაშავდა, მათ შორის 3 მფრინავი და 2 მესაზღვრე. “ფორმულას” წყარო უყვება, რომ ოფიციალური ინფორმაცია არაზუსტია. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა და მათ შორის იყვნენ უწყების მაღალჩინოსნებიც. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩამოვარდნის შემდეგ, ვერტმფრენი ლაფანყური-ართანის ტყიდან არ გაუტანიათ. სააკაშვილის მთავრობამ 2010 წელს 2 სუპერ პუმას შესაძენად 92 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ თანამედროვე, მძლავრი ვერტმფრენების გამოყენებაზე უარი თქვა და გასაყიდად ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელმაც გაყიდვის ნაცვლად, ექსპლუატაციისთვის სუპერ პუმები ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მისცა. სტუდია მონიტორის გამოძიებით დადგინდა, სახელმწიფო ივანიშვილს ვერტმფრენების შესანახად ფულსაც უხდიდა. მაშინ, როდესაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, არ გამოიყენეს. ივანიშვილის კომპანიაში თქვეს, რომ ვერტმფრენები მწყობრში იყვნენ, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი საპირისპიროს ამტკიცებდა. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.