პარასკევი, აპრილი 19, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებასაქართველოში ვხედავთ დიდ აქტივობას არა მხოლოდ ФСБ-ს მე-5 სამსახურის, არამედ ГРУ-ს |...

საქართველოში ვხედავთ დიდ აქტივობას არა მხოლოდ ФСБ-ს მე-5 სამსახურის, არამედ ГРУ-ს | “ინსაიდერის” გამომძიებელი ჟურნალისტები (ვიდეო)

“ბელინგ ქეთის” და “ინსაიდერის” გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საქართველოში რუსული სპეცსამსახურები აქტიურად ახორციელებენ ინფილტრაციას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებში, მათ შორის, აქტიური კავშირი აქვთ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასთანაც. 
ინსაიდერის მთავარი რედაქტორი “პოსტ ფაქტუმთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტების საქართველოში შემოსვლისა და საქმიანობის შესახებ. 
“ჩვენ ვხედავთ საკმაოდ დიდ აქტივობას საქართველოში და აქ საუბარია არა მხოლოდ ეფ-ეს-ბე-ს მეხუთე სამსახურზე, არამედ გრუ-ზე, რაც გაცილებით უფრო მძიმე აღსაქმელია, რადგან გრუ-ს ხალხი პირდაპირ არის დაკავებული სამხედრო დივერსიებით. ჩვენ გვაქვს მონაცემები მათი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, საზღვრის კვეთაზე- ირიბი მონაცემები, ასევე კომუნიკაცია ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ასევე შეხვედრები ქართული წარმოშობის ადამიანებთან მოსკოვში” ამბობს “პოსტ ფაქტუმთან” საუბარში რომან დობროხოტოვი, “ინსაიდერის” შეფ-რედაქტორი. 
გამომძიებელი ჟურნალისტების ამავე ჯგუფმა უკვე გამოავლინა კრემლის სასარგებლოდ მომუშავე აგენტები გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია ა-ეფ-დეში, ასევე რუსულ ეფსებთან კავშირში ამხილა ევროპარლამენტარი ლატვიიდან.

წყარო: mtavari.tv

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა