Amazon-მა ერთდროულად 15 ახალი ჭკვიანი მოწყობილობა წარადგინა (ვიდეო)

ფოტო: Amazon

25 სექტემბერს კომპანია Amazon-მა განაცხადა, რომ ერთდროულად 15 ახალ მოწყობილობას უშვებს. ყველა მათგანი მეტნაკლებად დაკავშირებულია ან ხმოვან თანაშემწე Alexa-სთან, ან „ჭკვიან სახლთან“. გთავაზობთ ინფორმაციას Amazon-ის ყველაზე საინტერესო ანონსების შესახებ.

ჭკვიანი ბეჭედი Echo Loop

ბეჭედი ტიტანისგან არის დამზადებული, მისი რეკლამისთვის Amazon იყენებს სლოგანს: „ყველაზე პატარა სვეტი ყველა Echo-მოწყობილობის ისტორიაში“. ბეჭედი უერთდება ტელეფონს და აქტიურდება ღილაკზე ხელის დაჭერით (და არა ხმოვანი ბრძანებით).

Echo Loop-ში ჩაშენებულია ორი მიკროფონი და პატარა დინამიკი, რომელთა დახმარებით მომხმარებელს ხმოვან თანაშემწესთან დაკავშირება შეუძლია. ღილაკზე თითის ორჯერ დაჭერით კი ტელეფონის კონტაქტებში შერჩეულ პირთან ირეკება.

Amazon-ი გეგმავს ბეჭდის მომავალ მფლობელებს მოსაზომად ოთხი სხვადასხვა ზომის კოპლექტი გაუგზავნოს. დამატებითი დატენვის გარეშე Echo Loop-ი დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში იმუშავებს. თავდაპირველად Amazon-ი ზოგიერთ კლიენტს მოწვევას გაუგზავნის, რაც მათ მოწყობილობის შეძენის უფლებას მისცემს – საცალოდ ის მოგვაინებით გაიყიდება. 

ბეჭდის ფასი, ვიდრე მოწვევის აქცია მოქმედებს – 129 დოლარია, შემდეგ გახდება – 179.99 დოლარი.

სათვალე Echo Frames

31-გრამიან სათვალეში Alexa არის, მაგრამ არ არის კამერა. აკუსტიკური სისტემა საგანგებოდაა ისე შექმნილი, რომ ხმოვანი ასისტენტის ხმა მხოლოდ მფლობელს ესმოდეს (და არა მის გარშემომყოფებს). სათვალის მიერთება ჯერჯერობით მხოლოდ Android-ის სისტემის ტელეფონებზე შეიძლება. სათვალე შეძლებს გაახმოვანოს შეტყობინებები, დარეკოს ტელეფონზე და წარმოქმნას აუდიო, მათ შორის მუსიკა და პოდკასტები.

თავდაპირველად სათვალის ყიდვა მხოლოდ მოწვევით იქნება შესაძლებელი 179.99 დოლარად.

ჭკვიანი ღუმელი Alexa Smart Oven

ღუმელში დინამიკები და მიკროფონი არ არის, მის სამართავად აუცილებელია ცალკე Alexa-მოწყობილობა: ბეჭედი, სათვალე ან სადგური. სამაგიეროდ მოწყობილობა აღჭურვილია ფუნქციით „დაასკანერეთ, რათა მოამზადოთ“, რომელიც ასობით მზა პროდუქტთან იმუშავებს – შესაძლებელი იქნება კამერის (რომელიც გახსნილია ჭკვიან სვეტში ეკრანით და კამერით Echo Show) მიახლოება შტრიხ-კოდთან, და ღუმელი შესაბამის პარამეტრებს თავად დააყენებს. გარდა ამისა, მფლობელი ხმოვანი ბრძანებების საშუალებით შეძლებს ტემპერატურის დაყენებას და ღუმელის წინასწარ გაცხელებას. ჭკვიანი ღუმელის ფასია 249.99 დოლარი.

უსადენო ყურსასმენი Echo Buds

კიდევ ერთი ნიშა, რომელშიც Amazon-ი შევიდა – უსადენო ყურსასმენია. აქ ხმის დამხშობი ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, Echo Buds-ში ჩაშენებული იქნება Alexa, მაგრამ განსაკუთრებული შესაძლებლობებით: Amazon-ის მაღაზიებში Whole Foods, შესაძლებელი იქნება ხმოვანი ასისტენტისთვის კითხვა, არის თუ არა თაროებზე კონკრეტული პროდუქტი, ასევე მისი მიცილება გასასვლელ კარამდე. ყურსასმენი დაცულია ნესტისაგან და დატენვის შემდეგ დაახლოებით 5 საათს მუშაობს. ის წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში 129 დოლარი ღირს.

სვეტი Echo Studio

კომპანია Amazon-ს იმედი აქვს, რომ Echo Studio-ს მყიდველები მუსიკას მხოლოდ მისი სერვისის, Amazon Music HD-ის საშუალებით მოუსმენენ, რომელიც ინფორმაციის გადაცემისას ხარისხს ინარჩუნებს. Echo Studio-ს მხარდაჭერა აქვს 3D-აუდიოს Dolby Atmos, ხოლო მიკროფონები მოწყობილობაში ავტომატურად ერგება შენობის ტიპს.

სვეტში ხმის წარმოქმნისთვის 5 დინამიკია. Amazon-ი მუშაობს, რათა რაც შეიძლება მეტი ტრეკი მიიღოს 3D-აუდიო მხარდაჭერით კომპანიებისაგან Sony, Universal-ი და Warner-ი. სვეტის ფასი 199 დოლარია.

იმედგაცრუების რეჟიმი!

Amazon-მა ასევე ილაპარაკა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ხმოვან ასისტენტ Alexa-ს ელის. ეს არის ახალი „უფრო ბუნებრივი“ ხმა, პარალელური მხარდაჭერა მოთხოვნებისა ორ ენაზე (მაგალითად, თუ ოჯახში ლაპარაკობენ ინგლისურად და ფრანგულად) და ცნობილი ადამიანების ხმები. ეს უკანასკნელი ფუნქცია, როგორც Amazon-ი ამბობს, არ ეყრდნობა (ყოველ შემთხვევაში, სრულად) წინასწარ ჩაწერილ ფრაზებს. პირველი ცნობილი ადამიანი, რომლის ხმის დაყენებაც იქნება შესაძლებელი საკუთარ სვეტში, სემუელ ჯექსონია. მისი ხმა წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში 0,99 დოლარი ეღირება, შემდეგ კი 4,99 დოლარი.

ხმოვან ასისტენტში გაჩნდება ასევე „იმედგაცრუებების აღმოჩენა“: Alexa მიხვდება, როდის გაღიზიანდება მომხარებელი იმის გამო, რომ მან არასწორად გაიგო მოთხოვნა. ამის შემდეგ ის ბოდიშის მოხდას შეეცდება. ფუნქციას მომავალ წელს აამოქმედებენ, დაიწყებენ რა მუსიკალური მოთხოვნებით.

ასისტენტს დაუმატებენ ასევე კონფიდენციალობის ბრძანებებს. შესაძლებელი იქნება თქმა „Alexa, წაშალე რაც ახლა ვთქვი“ ან „წაშალე ყველაფერი, რაც დღეს ვთქვი“. წაშლისთვის ხელმისაწვდომი ინტერვალი – 18 თვემდეა. ასევე Alexa-ს შეუძლია შეატყობინოს პატრონს, რომ მან სახლში რომელიმე ჭკვიან მოწყობილობაში ხარვეზები აღმოაჩინა. და ბოლოს, ბრძანების „Alexa, რატომ გააკეთე ეს?“ პასუხად, თანაშემწე ახსნის თავის ბოლო ქცევას (ან შეიძლება არც ახსნას).

კიდევ რა წარადგინა Amazon-მა

სახლზე დაკვირვების კამერა Ring-ი;
Echo Flex – პატარა კამერა Alexa-თი, რომლის ჩამოკიდებაც ფაქტობრივად ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია;
ახალი როუტერი Eero ხმოვანი მართვით;
ჭკვიანი ბრა Echo Glow ბავშვების ოთახისთვის;
ჭკვიანი ეკრანი Echo Show 8.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.