Amazon vs Apple – ვინ გახდება მსოფლიოში პირველი კომპანია – ტრილიონერი?

წლების მანძილზე ტექნოლოგიური გიგანტს Apple- ერთი ნაბიჯი აშორებდა  იმისგან,  რომგამხდარიყო მსოფლიოში პირველი კომპანია, რომლის კაპიტალიც მიაღწევდა  1 ტრლნ. დოლარს.

კორპორაციის მოგება ყოველწლიურად იზრდებოდა და მთელი მსოფლიო სულ უფროაქტიურად სარგებლობდა Apple-ის პროდუქციით. ერთი  შეხედვით, ტრილიონიანი ნიშნულისმიღწევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

ამასობაში დროც შეიცვალა – ამჟამად „ვაშლს“ ჰყავს ბევრად მეტი კონკურენტი. ადრეთუ მხოლოდ Samsung- იყო,  დღეს უკვე ჩინელებმაც ისწავლეს ხარისხიანი და იაფისმარტფონების წარმოება.

ამჟამად  Apple-ის კაპიტალიზაცია შეადგენს 944 მლრდ. დოლარს და სანუკვარ მიზნამე, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება.

თუმცა მას გამოუჩნდა ახალი მოწინააღმდეგე – პირველი ტრილიონერის ტიტულისთვისიბრძვის ჯეფ ბეზოსის ონლაინ-რიტეილერი  Amazon.

მართალია ამ ეტაპზე   Apple-  აქვს უპირატესობა კაპიტალიზაციის მხრივ, მაგრამ ორ გიგანტსშორის პაექრობა უკვე დაწყებულია და თანდათან სულ უფრო მწვავე ხდება.

გასულ კვირას Amazon-ი კაპიტალიზაციამ პირველად ისტორიაში  900 მლრდ. დოლარსგადააჭარბა, თუმცა მალევე შემცირდა – 886-მდე. ხოლო აქციები გაიაფდა 1,63%-ით. სამაგიეროდ მთელი წლის მანძილზე კომპანიის ფასიანი ქაღალდები გაძვირდა 50%-ით.

ამ კვირაში  Amazon-  წარადგენს ფინანსურ შედეგებს, რომელიც ანალიტიკოსებისპროგნოზებით, რეკორდულად მაღალი იქნება.

ამან შესაძლებელია  ხელი შეუწყოს კომპანის კაპიტალიზაციის ზრდას და არ არისგამორიცხული, რომ Amazon-მა Apple-ის გაასწროს.

თუ ეს მართლაც მოხვდა, სწორედ Amazon იქნება ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირი კომპანიადა სწორედ მას ექნება რეალური შანსი  გახდეს მსოფლიოს ისტორიაში პირველი ტრილიონერიკომპანია.

Apple-იც აპირებს 31 ივლისს ფინანსური ანგარიშის წარდგენას,  თუმცა, მისი აქციებისდინამიკა 2018 წლის განმავლობაში ბევრად უფრო მოკრძალებულია – Apple-ის კაპიტალიზაციამხოლო 12%-ით გაიზარდა.

MarketWatch-ის გამოკვლევის თანახმად, ამჟამად ექსპერტების უმრავლესობა  უპირატესობასსწორედ Amazon- ანიჭებს, თუმცა იმ ანალიტიკოსების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომბეზოსის  კომპანია გახდება პირველი ტრილიონერი, 72%-დან 67%-მდე შემცირდა.

მიზეზია არის ის, რომ მიზნის მისაღწევად Amazon- სჭირდება აქციების 13%- ით გაძვირება, ხოლო Apple -ს მხოლოდ  6%-ით.

თუმცა, არაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში ვერც ერთმა კომპანიამ ვერ მიაღწიოს ტრილიონიან კაპიტალიზაციას. ანალიტიკოსების ვარაუდით, მიზეზი შეიძლება გახდება სერიოზული უარყოფითი კორექცია  ამერიკის ფინანსურ ბაზარზე.

vestifinance.ru

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.