Amnesty International: მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში ჩაბუქს წამების საფრთხე ემუქრებოდა, საქართველოში ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭეს – Amnesty International

Amnesty International-ის ანგარიშში დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეც მოხვდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში ჩაბუქს წამების რეალური საფრთხე ემუქრებოდა, საქართველოში მას ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭეს:

„24 მაისს თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ჩაბუქს თურქეთის მხარე ბრალს „ტერორიზმის მხარდაჭერასა“ და ფეთჰულა გიულენთან კავშირში დებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მუსტაფა ჩაბუქს წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჩაბუქმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. წლის ბოლოსთვის ის ჯერ კიდევ წინასაექსტრადიციო პატიმრობაში რჩებოდა“, – ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.