Apple-ის ყოფილი ინჟინრები უპილოტო ავტომობილის შექმნაზე მუშაობენ

Apple-ის 17 ყოფილი ინჟინერი ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია Zoox-ის პროექტში მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც უპილოტო ავტომობილის შექმნის შესახებ სულ ცოტა ხნის განაცხადა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ცნობით, Apple-ის ყოფილი ინჟინრები ავტომობილისთვის ხელოვნური ინტელექტის შექმნის პროცესში ჩაერთვებიან, რომელიც მანქანის დამოუკიდებელ მართვაზე იქნება პასუხისმგებელი; ასევე შეიმუშავებენ მანქანის გაჩერებისა და მუხრუჭების დიზაინს.

უპილოტო ავტომობილის პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართულნი არიან აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალისტი მარკ როზკინდი და Ferrari-ს ყოფილი ტოპ-მენეჯერი კორადო ლანცონე.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის იქნება მზად უპილოტო ავტომობილი.

კომპანია Zoox-ი 2014 წელს დაარსდა.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: