Apple-ი ავტოპილოტიან მანქანებს გამოცდის

კორპორაცია Apple-მა კალიფორნიაში ავტოპილოტიანი მანქანების ტესტირების ნებართვა მიიღო. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, Lexus ავტომობილების 2015 წლის სამი მოდელი ავტონომიურ რეჟიმში გამოყენებისთვის გადაკეთდება.

Apple-ის წარმომადგენელმა ამის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. თუმცა აღნიშნა, რომ 2016 წლის დეკემბერში აშშ-ის გზებზე უსაფრთხოების ეროვნულ სამსახურს კომპანიამ წერილით მიმართა, საიდანაც ირკვევა, რომ Apple-ი მანქანების ავტონომიური სისტემების შესწავლაში ინვესტიციებს დებს.

Apple-ის გარდა ავტოპილოტიანი მანქანების ტესტირების ნებართვა 30-მდე კომპანიამ მიიღო, მათ შორისაა Google, Tesla Motors, Volkswagen Group of America, Mercedes Benz, BMW.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.