Aston Martin-მა ახალი სუპერავტომობილი წარადგინა

Aston Martin-მა ახალი სუპერავტომობილი წარადგინა, რომელიც 715 ცხენისძალიანი, 12-ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი. ბრიტანული ავტომწარმოებლის განცხადებით, Aston Martin DBS Superleggera ბაზარზე ლიმიტირებული რაოდენობით არ იქნება წარმოდგენილი.

ავტომობილის სახელებაში იტალიური სიტყვა, Superleggera გვხვდება, რომელიც სუპერ მსუბუქს აღნიშნავს. აღნიშნული დასახელების შერჩევის მიზეზი ავტომობილის დამზადების დროს გამოყენებული უმსუბუქესი მეტალები გახდა.

ახალ Aston Martin-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.4 წამში შეუძლია და იგი 340 კმ/სთ-ს ანვითარებს. ავტომობილის ღირებულება კი $300,000-დან იწყება.

CNNMoney

commersant.ge

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.