სკანდალი რუსეთში ქართული ფესვებით – «ოქროს მოსამართლის» სკანდალის ახალი დეტალები

«ალიაში», რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზედაყრდნობით,  გამოქვეყნდა სტატია სათაურით – «ვინ არის რუსეთში«ოქროს მოსამართლედ» წოდებული ელენე ხახალევა და დაამთავრა თუარა მან იურიდიული ფაკულტეტი». პუბლიკაცია ელენე ხახალევას  ეხებოდა, რომელიც კრასნოდარის მხარის დინსკის რაიონულისასამართლოს ფედერალური მოსამართლეა, ჩვენ ამ პიროვნებით იმიტომდავინტერესდით, რომ მას ქართული ფესვები აქვს და ამ ეტაპზეედავებიან, რომ სოხუმის უნივერსიტეტის ყალბი დიპლომი აქვს, უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნია და ამფალსიფიცირებული დიპლომით გაიკეთა საკმაოდ სოლიდური კარიერა. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მაშინ სკანდალში სოხუმის უნივერსიტეტიცგაეხვევა და თუ ცოცხლები არიან, ის ადამიანებიც, რომელთაც დიპლომიგასცეს. დიპლომი კი 1991 წელს არის გაცემული. თუმცა, არც ის არისგამორიცხული, სკანდალის  ეპიცენტრში საქართველოს განათლების განვითარების ეროვნული ცენტრიც მოხვდეს. საიდან და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ვინ და რატომ დაინტერესდა ელენე ხახალევას დიპლომით? ამის და სხვამნიშვნელოვანი საკითხების შესახებ «ალიას» ადვოკატი ვახტანგ ცხომელიძე ესაუბრება. – ბატონო ვახტანგ, საიდან და როგორ გაირკვა, რომ ელენე ხახალევას, სავარაუდოდ, ყალბი დიპლომი აქვს? – მე ვიცავ რუსეთის მოქალაქის, ვალერი ანნაევის უფლებებს. ეს პიროვნება გახლავთ რუსეთის ფედერაციაშიდაფუძნებული სოფლის მეურნეობის წარმოების კოოპერატივის, «კავკაზის» ასოცირებული წევრი. 2007 წელს, ვალერი ანნაევსა და «კავკაზს» შორის წარმოიშვა სამოქალაქო დავა. პირველ ინსტანციაში ანნაევის მოთხოვნა არდაკმაყოფილდა და მან ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში, საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკასაციოსასამართლომ, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგება და რომლის თავმჯდომარეც ელენე ხახალევა იყო, ეს საქმეგანიხილა და ვალერი ანნაევის მოთხოვნა არც მან დააკმაყოფილეს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 2008 წელსმიიღო. 2017 წელს კი ვალერი ანნაევისთვის რუსული მედიით, ელენა ხახალევაზე გადაღებული დოკუმენტურიფილმით «ოქროს მოსამართლე», ცნობილი ხდება, რომ ხახალევას რეალურად არ დაუმთავრებია თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მას, სავარაუდოდ, აქვსყალბი დიპლომი და წლების განმავლობაში მუშაობს მოსამართლედ. ცხადია, ამ ინფორმაციით დაინტერესდა ჩემიმარწმუნებელი. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ ხახალევაზე ყალბი დიპლომი იყო გაცემული, უკვეამოქმედდებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების მე-6 კონვენცია, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვსუფლება, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი, მისი საქმე მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმასასამართლომ განიხილოს. აქ თავისთავად იგულისხმება მოსამართლის განათლება და კვალიფიკაცია, რომმოსამართლეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. – შეიძლება ითქვას, ვალერი ანნაევს არაფერი პირადული არ ამოძრავებს ხახალევას მიმართ და მხოლოდსამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის? – რასაკვირველია, ასეა. მას მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, რითაც «კავკაზთან» დავის რუსეთის ფედერაციაში გაგრძელების შესაძლებლობა მოუსპო. იმ შემთხვევაში კი, თუდადასტურდება, რომ ხახალევას დიპლომი ყალბია და მას არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ვალერიანნაევი შეძლებს, მიმართოს ევროსასამართლოს, მისთვის კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით, რადგან მის მიმართდაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი. ვალერი ანნაევის დავალებით ჩვენ 2017 წლის 29 ნოემბერს შეტანილი გვქონდა სარჩელი თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ელენა ხახალევაზე გაცემული დიპლომისსიყალბის დადგენის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის წარმოებისმიღებაში, რაც შემდგომ ჩვენ მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში და ამ ეტაპზე მიმდინარეობსჩვენი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის განხილვა. – თქვენ სამოქალაქო სასამართლოში ერთდროულად უჩივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულცენტრსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რას ითხოვთ სასამართლოსგან? – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგანმოვითხოვთ საჯარო ინფორმაციის გაცემას და მეტს არაფერს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთისკრასნოდარის ოლქის მოსამართლეთა საბჭოში იყო შესული გარკვეული სახის დოკუმენტები, ასეთი დოკუმენტისწორედ ამ ცენტრიდან და სოხუმის უნივერსიტეტიდან გაიგზავნა.    განათლების ხარისხის განვითარებისეროვნული ცენტრის მიერ გაიცა დასკვნა ელენე ხახალევას მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დამთავრების (სწავლების) ფაქტის დადასტურების შესახებ. ასევე, სოხუმის უნივერსიტეტმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის მოსამართლეთა საბჭოს სახელზეგაგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ელენე ხახალევა, 1985-1991 წლებში სწავლობდა თსუ–ს სოხუმისფილიალში. შესაბამისად, ანნაევი დაინტერესდა, ნამდვილად იყო თუ არა გაცემული ეს დოკუმენტები  განათლებისხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, მივმართეთ ორივესუბიექტს შესაბამისი თხოვნით, დაედასტურებინათ ჩვენთვის, მართლა იყო თუ არა გაცემული ამგვარიწერილობითი დოკუმენტები კრასნოდარის ოლქის მოსამართლეთა  საბჭოს სახელზე, რომლითაც დასტურდება, რომხახალევა სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტში. სოხუმის უნივერსიტეტმა პასუხი არ გაგვცა ამ კითხვაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან კი მივიღეთ პასუხი, რომ იმ შემთხვევაში, ესინფორმაცია რომ მოგაწოდოთ, თქვენ უნდა წარმოადგინოთ ხახალევასგან მინდობილობა, ვინაიდან საქმეპერსონალურ ინფორმაციასთან გვაქვსო. ცხადია, არ დავეთანხმეთ განათლების ხარისხის ცენტრს, რადგან საქმეეხება, მართალია, სხვა ქვეყნის, მაგრამ საჯარო მოხელეს, რომლის შესახებაც ამგვარი ინფორმაცია საჯაროა ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლიდან გამომდინარე. ვინაიდან ხახალევა თანამდებობის პირი და მოქმედიმოსამართლეა, მის შესახებ ამ ტიპის ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლება ყველას აქვს. აქედანგამომდინარე, რადგან  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს ჩვენს კანონიერმოთხოვნაზე, მოგვაწოდოს საჯარო ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირის შესახებ, სოხუმის უნივერსიტეტმა კისაერთოდ იგნორირება გაუკეთა ჩვენს მოთხოვნას და პასუხიც კი არ მოგვწერა, მივმართეთ სასამართლოს, რომ მანდაავალოს ერთსაც და მეორე სუბიექტსაც, გაგვცენ ამ კითხვაზე პასუხი და დაგვიდასტურონ მხოლოდ ის, რაცწერილობით დაუდასტურეს კრასნოდარის ოლქის მოსამართლეთა საბჭოს. – ცოტა უცნაური ვითარებაა. კრასნოდარის ოლქის მოსამართლეთა საბჭოსთვის შეიძლება ინფორმაციის გაცემადა ვალერი ანნაევისთვის – არა? განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის უარი ინფორმაციისგაცემაზე, სოხუმის უნივერსიტეტის იგნორირება, თქვენ მიერ მიწერილ წერილზე,  ეჭვს არ გიძლიერებთ, რომელენე ხახალევას მართლა ყალბი დიპლომი აქვს და შესაძლოა, ცენტრი და უნივერსიტეტი, მინიმუმ, შეცდომაშიშეიყვანეს და არასწორი ინფორმაცია გასცეს? შემდეგ მიხვდნენ ამას და ახლა უკვე აღარ სურთ დადასტურებულისიყალბის ხელახლა დადასტურება? ვისაც არაფერი აქვს დასამალი და დასაფარი, ის საჯარო ინფორმაციას არბლოკავს. – ცხადია, ეს ეჭვი გაგვიძლიერდა, ამ ორი სუბიექტის, მე ვიტყოდი, არაადეკვატური და არასამართლიანი მოქმედება, ერთის უარი და მეორის დუმილი, ლოგიკურად, გვიძლიერებს ამ ეჭვს,  რისი საფუძველი ისედაც არსებობს. გარდა ამისა, ჩვენთვის შემდგომში გახდა ცნობილი, რომ რუსულ ინტერნეტგამოცემა «ვეკ.რუ»-ში. გამოქვეყნდასტატია, სადაც მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ელენე ხახალევას საქმე სოხუმისუნივერსიტეტის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით და დააკმაყოფილა ხახალევას მოთხოვნა, აეღო ამდიპლომის დუბლიკატი. მივმართე თბილისის სამოქალაქო სასამართლოს, მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, ელენე ხახალევას ნამდვილად ჰქონდა თუ არა შეტანილი სარჩელი სასამართლოში დიპლომის ნამდვილობისდადგენის და ამ დიპლომის დუბლიკატის მიღების მოთხოვნით და თუ ასეთი სარჩელით მიმართა, სასამართლომრა გადაწყვეტილება გამოიტანა მის სარჩელთან დაკავშირებით. სასამართლოდან მოგვივიდა პასუხი – უარი ორმაგიდასაბუთებით, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოსამგვარი ინფორმაციის გაცემა. რუსეთის მოქალაქეს, ვალერი ანნაევს კი ამის უფლება არ აქვსო. ასევე, გვითხრეს. რომრუსეთის მოქალაქეც რომ არ ითხოვდეს ამ ინფორმაციას და საქართველოს მოქალაქე ითხოვდეს, მაინც არმოგცემდით, რადგან საქმე პერსონალურ მონაცემებთან გვაქვს და მათ ვერ გავცემთო. ბოლოს და ბოლოს, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამა თუ იმ საქმის განხილვის თარიღი და მხარეები სასამართლოსვებგვერდზეა ატვირთული, სრულიად საჯაროა და ასეთ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების მომიზეზებითინფორმაციის კონფიდენციალურობაზე ლაპარაკი აბსურდია. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, სასამართლოსგადაწყვეტილებაში არ იყოს გვარ–სახელები მითითებული, იყოს მითითებული მხარეთა, მოწმეთა და ა.შ. ინიციალები და ამით გარკვეულწილად პირადი ინფორმაცია დაცული იყოს და ამ სახით გადმოეცათ ჩვენთვისსასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, არც ამ სახით მოგვცეს ინფორმაცია. – აპირებთ თუ არა საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასა? – ახლა გავდივარ ჩემს მარწმუნებელთან კონსულტაციას და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ისე მოვიქცევით.  მიგვაჩნია, რომ ელენა ხახალევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ «განათლების ხარისხისგანვითარების ეროვნული ცენტრის» შესაბამის პირებთან შესაძლო კორუფციულ გარიგებაში შესვლის გარეშე, ვერშეძლებდა ყალბი დიპლომის კანონიერების ფარგლებში მოქცევას და ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ იმ ფაქტისგამო, რომ საქართველოში შესაძლოა კვლავ მძვინვარებს კორუფცია და ძირეულად მის აღმოსაფხვრელადხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი პოლიტიკური ნება. ამის გამო ვალერი ანნაევი აპირებს შესაბამისიგანცხადებით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრსა და პარლამენტს.

Read more

მატარებელი, რომელიც რელსებიდან გადავიდა უკვე ბაკურიანისკენ მოძრაობს

ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. მატარებელი რომელიც რელსებიდან გადავიდა უკვე ბაკურიანისკენ მოძრაობს და იქიდან მარშრუტს უკვე გრაფიკის შესაბამისად შეასრულებს. მიზეზი სავარაუდოდ ლიანდაგის

Read more

“ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალური პოლიტიკური პარტიაა, რომელიც დღეს აქტუალური და საინტერესო არ არის“ – კახი კალაძე

“ოპოზიცია არა, მოდით დავყოთ, ეს არის მარგინალური პოლიტიკური პარტია, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღეს არ არის აქტუალური და საინტერესო“ – ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა თბილისის მერი ოპოზიციის შენიშვნებს, რომ ბიუჯეტი არარაციონალურად არის გადანაწილებული, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ უპასუხა. მისივე თქმით ბიუჯეტი გაიზარდა, თანხების მოძიება გახდა შესაძლებელი, რაც მოხმარდება იმას, რომ ქალაქში შემოვა 100 ახალი ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. „ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მგზავრების კომფორტი უზრუნველვყოთ, ასევე ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ყვითელი ავტობუსები არის პრობლემური. ჩვენ ვაპირებთ ეტაპობრივად ავტობუსების პარკის განახლებას. ასევე თანხები გადანაწილდება, რომ ავარიული ბაღებიდან, საიდანაც მოხდა ბავშვების გამოყვანა, მოხდება მათი სრული რეაბილიტაცია”, – განაცხადა კალაძემ.

Read more

“დამიზნებით მესროლა გულში”- დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს (ვიდეო)

დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მომხდარზე გუგეშაშვილი ტელეკომპანია “იმედთან” საუბრობს და ამბობს, რომ თავდამსხმელის მისვლიდან რამდენიმე წუთში ელექტროენერგია გაითიშა, ის

Read more

მიუნხენში საქართველოს საკონსულო ფუნქციონირებას შეუდგება

მიუნხენში საქართველოს საკონსულო დაწესებულება შეუდგება ფუნქციონირებას. საკონსულო ოფისი გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის კლაუს ჰიპის დახმარებით გაიხსნა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს

Read more

ირაკლი კობახიძემ ნინო ჯანგირაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა (ვიდეო)

კამათის ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანაციების შეხვედრა. ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი სიცრუეში დაადანაშაულა, მაშინ როცა ნინო ჯანგირაშვილი მედიაბაზრის შემოსვლების

Read more

„ნაცები იშლებიანო და… აპა შევსებულა ოცნების რიგები“

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს: „ნაცები იშლებიანო და… აპა შევსებულა ოცნების რიგები “ახალი და მეტად პროფესიონალი” კადრებით… რა მაოცებს

Read more

„ჩემ ხალხს თავდაცვის სამინისტროში ჩაბუდებული მოღალატეების წინააღმდეგ წავიყვან“

დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „გენერალი ,,იუბკაში” პოლკოვნიკი ,,კიტელში” ქართული საკანონმდევლო ორგანოს დამცირება. 1. დედაკაცი რომელიც სამოქალაქო

Read more

ყველაზე შორეული კოსმოსური ფოტო გადაიღეს (ფოტო)

NASA-ს კოსმოსურმა სადგურმა New Horizons-მა კოსმოსურ სივრცეს გადაუღო ფოტო, როდესაც ის დედამიწიდან 6,12 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული. ამით Horizons-მა Voyager-1-ის რეკორდი მოხსნა, რომელმაც კოსმოსური ფოტო

Read more
Page 1 of 22812345...102030...Last »
Seo wordpress plugin by www.seowizard.org.