რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

რადიო “თავისუფლების” (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. დავით კაკაბაძის თქმით, მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობის

Read more

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია. დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც  ნატო-ს გენერალური

Read more

მსოფლიოს ყველაზე მაღალი და დაბალი ადამიანების ფოტო გავრცელდა

Fox News-მა facebook-ზე დადო ფოტო, რომელზეც მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაცი და ყველაზე დაბალი ქალია აღბეჭდილი. ისინი გიზის პირამიდების ფონზე არიან

Read more

ბრიტანელი ლორდი სოხუმისა და ცხინვალის თვითგამორკვევის მხარდაჭერის იდეით გამოდის

ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი რიჩარდ ბალფი მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის მოსახლეობის თვითგამორკვევის პროცესში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის

Read more

ორი შაჰიდის დედის, ქისტი ქალის ისტორია – პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“

90-იანი წლებიდან იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ლეილა აჭიშვილი, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, ორი შაჰიდის დედა, რომელმაც საკუთარი შვილების გადასარჩენად

Read more

347 848 ლარიანი კონტრაქტი – “ვარკეთილის” მეტროსადგურს ათწლიანი გარანტია უნდა ჰქონოდა

“ნაციონალური მოძღაობის” საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ყველა იმ ადმიანმა, ვინც პასუხისმგებელი იყო “ვარკეთილის” მეტროში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, პასუხი

Read more

Facebook-ის ხელოვნურმა ინტელექტმა სიკვდილისგან მორიგი ადამიანი იხსნა

სოციალურ ქსელში გაშვებული ახალი პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მუშაობს, სამართალდამცავებს სუიციდის აღკვეთაში დაეხმარა. 55 წლის არგენტინელი ქალმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე ძლიერმოქმედი

Read more

«ქართული ოცნება» ყოველდღე ხრავს ივანიშვილის ავტორიტეტს»

«ალიას» «ქართული ოცნების» ერთ–ერთი დამფუძნებელი, მწერალიმერაბ შათირიშვილი ესაუბრა: – «ოცნება» 2012 წელს, არჩევნების წინ გვეუბნებოდა, რომ ის გადასახადები, რომლებსაც კომუნალურების სახითვიხდიდით, ძალიან გაბერილი იყო და ჩვენ რომ ხელისულებაში მოვალთ, მინიმუმ, გავანახევრებთო. დღეს კიდავდექით ფაქტის წინაშე, რომ გადასახადები გაგვიძვირეს. «ოცნება» ისეთივე მატყუარა აღმოჩნდა, როგორცმისი წინამორბედი… – საერთოდ, წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ყველა შემთხვევაში გადაიქცა და მანამ იქნება გადაქცეულიტყუილებად, სანამ თვითონ სახელმწიფო არ მოამწიფებს სოციალურად მოსახლეობას, ბიუჯეტს და არ იქნება წელშიგამართულ ქვეყანათა შორის. ეს როგორი რაღაც არის, იცით? ღარიბი გლეხის ბიჭი რომ მივიდეს გოგოსმშობლებთან და უთხრას, – თუ თქვენს გოგოს ცოლად გამაყოლებთ, მე მას ვუყიდი ბრილიანტს, ოქროს დამდიდრულად შევამკობო. მშობლებსაც სხვა გზა არ აქვთ, გოგოს გათხოვება უნდათ და ამ კარგი შემოთავაზებებისგამო, მას ბიჭზე ათხოვებენ და ცოტა ხანში მოტყუებული აღმოჩნდებიან. ასე მოტყუებული აღმოჩნდა დააღმოჩნდება ქართველი ამომრჩეველი მანამ, სანამ ქვეყანას სოციალური სიძლიერე არ დაეტყობა; მანამ, სანამქვეყანაში პენსია, მინიმუმ, 500 ლარი არ იქნება – და ესეც მცირეა, პრინციპში; მანამ, სანამ ქვეყანაში არ იქნება დიდიხელფასი, არ იქნება სამუშაო ადგილები, არ იქნება საქართველო… რაღაც მოედანი, სადაც შეიძლება ერთი 11-კაციანი გუნდი შევიდეს, წინ მეორე 11-კაციანი გუნდი დაიყენოს, ვითომ მოწინააღმდეგე, და უკვეაპრობირებულად, წინასწარ ჩაწყობილად რომ იციან, რამდენით მოუგებენ. ტრიბუნაზე თავიდან მაყურებელი დგას, უყურებს სანახობას და არის ერთ ამბავში, მაგრამ როცა ხვდება, რომ თამაში ჩაწყობილია, ტრიბუნებს ნელ–ნელატოვებს. ეს ყველაფერი იწვევს იმ ტყუილების კასკადს, რასაც სჩადიოდა «ნაციონალური მოძრაობა», მასზე წინსჩადიოდა შევარდნაძის ხელისუფლება და ცხადია, ამ სპირალურ წრეზე წავიდა ახლა «ქართული ოცნებაც». «ოცნებას» 2012 წლის შეგრძნება რომ შერჩენოდა და მას რომ შეენარჩუნებინა მყარი, ძლიერი პარტიის სახელი დაიმ გამარჯვებების შედეგები არ გაეუბრალოებინა, არ დაეკარგა ბევრი უბრალო გულანთებული თანამებრძოლი, არწასულიყო კოჰაბიტაციაზე, არა გაევსო პარტია ყოფილი «ნაციონალური მოძრაობიდან» მედროვეებითა და ფასიანიპატრიოტებით, «ქართული ოცნება» არჩევნების წინ თავს მისცემდა უფლებას, ეთქვა სიმართლე, – ჩვენკომუნალურებს ვერ გავანახევრებთო და ა.შ. ახლა იძულებულები არიან, მოიტყუონ, რადგან წაგების ეშინიათ, შიგნიდან გუნდი არ არის ძლიერი. ერთადერთი, რასაც «ოცნება» დღესაც ეყრდნობა, არის ბიძინა ივანიშვილისავტორიტეტი, მისი რესურსი და შესაძლებლობები. – ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდს გაერიდა, ყოველ შემთხვევაში, დისტანცირებას რომ ცდილობს, ფაქტია. – აქ როგორი რაღაცაა, იცით? მე ვიცი, რომ კაცი, რომელიც ამდენ ქველმოქმედებას სჩადის, მორალური ადამიანია. მერე რა, რომ მილიარდერია? მიუხედავად იმისა, რომ მე «ქართულ ოცნებას» მწვავედ ვაკრიტიკებ და სიმართლესვამბობ, ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი ამ პოლიტიკური პარტიის წევრი, ვარ მისი თანადამფუძნებელი და თქვენწარმოიდგინეთ, მე დღესაც შინაგანად ორიენტირებული ვარ, რომ ეს გუნდი იყოს წარმატებული. სწორედ ამიტომვამბობ სიმართლეს. კი, დღეს ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, სახელისუფლებო მმართველობაში. რომცერეოდეს, ესეც არ არის დანაშაული – დარწმუნებული ვარ, სამოხელეო დანიშვნებში, რაიონებისა და უბნებისდონეზე, ცხადია, ის არ ჩაერევა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ბიძინა ივანიშვილის დამღა მაინც აზის  «ქართულ ოცნებას» და ამას ესენი იყენებენ. – არ ფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები – გაძვირებული კომუნალურები, ცალკეულპროდუქტებზე გაზრდილი ფასები, ამის ფონზე მისაღებად გამზადებული კანონი, რომელიც პარლამენტარებსუზრდის ხელფასებს – ხელისუფლებაში ივანიშვილის მოყვანილი გუნდის ეს ქმედებები არ ახდენს თავადივანიშვილის დისკრედიტებას? – გეთანხმებით, დისკრედიტაცია კი არა, პირდაპირ შემიძლია თქვენი გაზეთის მეშვეობით ამ ყველაფერს სახელიდავარქვა: ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ «ქართულ ოცნებაში», მაგრამ ძირითადად, ამ პოლიტიკური პარტიისიდეოლოგია არის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის პირდაპირ შეჭმა! ისინი ყოველდღე ხრავენ ივანიშვილისავტორიტეტს, რაც არის იგივე საკუთარი თავის შეხვრა და ამას თამამად ვამბობ. თუნდაც ამ ხელფასებს რატომაციზრდიან, პირდაპირ გეტყვით: კოჰაბიტაციის შედეგად, 50 პროცენტზე მეტი «ნაციონალური მოძრაობის» ყოფილიდეპუტატები რომ ჰყავთ პარლამენტში და ისინი «ქართული ოცნების» რიგებში არიან, მართალია, მათ არ უჭირთ, მაგრამ შკალაში თუ ჩამოვყვებით, «ოცნებამ» იცის, რომ ამ ადამიანთა უკან დგანან «ნაცმოძრაობის» აქტივისტებიდა მათი რესურსი რომ არ დაიკარგოს, ამიტომ მიდის ხელფასების აწევა, რომ ამით ესენი «დაამაგრონ» ადგილზე. იდეოლოგიით ვერ ამაგრებენ, უანგარობის მოტივაცია არ არსებობს, პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია პრინციპი, არგააჩნია შიგნიდან მოპოვებული თავმოყვარეობის გრძნობა. საერთოდ, ამათ ხალხის უკმაყოფილება და ამუკმაყოფილების შენარჩუნება ურჩევნიათ, ვიდრე შიგნით გუნდში კოროზია გაუჩნდეთ, უკმაყოფილებისმეტასტაზები განვითარდეს და გუნდი შიგნიდან არ დაიშალოს, რისი საშიშროებაც არსებობს. ახლა გეტყვით, რატომურჩევნიათ მოსახლეობაში ამ წუთას უკმაყოფილების არსებობა – ერთ ელემენტარულ ამბავს და ამის ფონზეწარმოქმნილ ფრაზას გეტყვით: არჩევნების ნარჩენები. გაიხედეთ ქალაქში, რაიონში – ყველგან ნახავთ 2017 წლისარჩევნების ნარჩენებს – ბილბორდებზე ნახავთ პარტიის ლიდერების ფოტოებს, პარტიების სლოგანს. რატომ უნდაიყოს ეს ნარჩენები? არჩევნები ხომ მორჩა უკვე? ან კიდევ თუ სადმე რომელიმე უბანში რაღაც გათხარეს, ბევრგანრაღაც ბოლომდე არ დაასრულეს, დატოვეს გადანათხარი, ტროტუარის მხარეს გაჭრილი და შევიწროებულიასფალტები – აბსოლუტურად სულ დატოვებულია. ესე იგი, გაინაღდეს მოგება და ახლა ხელფასები უნდაგაიზარდონ. მერე არჩევნები რომ მოახლოვდება, მიუტრიალდებიან იმ გადათხრილ ქუჩებს და გაასწორებენ დაიტყვიან – აი, ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო… და ეს ხალხიც, მე არ ვიცი, რა… ვერ მივაყენებ ჩემს ხალხს შეურაცხყოფას, მაგრამ დოყლაპიები გავხდით, რა! უამრავ ადგილას გაიგონებ დღეს უკვე უკმაყოფილო წამოძახილებს – ამყველაფერს «ნაციონალები» ვერ გაბედავდნენო.

Read more
Page 30 of 228« First...1020...2829303132...405060...Last »
Seo wordpress plugin by www.seowizard.org.