არამიზნობრივად დახარჯული საწვავი, რემონტში გადახდილი ასი ათასობით ლარი – აუდიტმა ცესკო-ს შემოწმების შედეგად დარღვევები გამოავლინა

არამიზნობრივად დახარჯული საწვავი, რემონტში გადახდილი ასი ათასობით ლარი – ეს დარღვევები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საარჩევნო კომისიის შემოწმების შემდეგ იპოვა. რამდენიმეთვიანი შემოწმების შემდეგ სახელმწიფო

Read more

ვინ დაწერა პრემიერის ღია წერილი, რომელიც რუსეთს გაეგზავნა – დიპლომატები წინასწარ დაწერილ სცენარზე საუბრობენ

ვინ დაწერა პრემიერის ღია წერილი, რომელიც რუსეთს გაეგზავნა – დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ის წინასწარი დაწერილი სცენარიდან მოდის. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი,

Read more

ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია – პრემიერობის შესაძლო კანდიდატებად მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია განიხილებიან

ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის წასვლა გადაწყვეტილია და მალე მთავრობას ახალი მეთაური ეყოლება. კრემლში გაგზავნილმა

Read more

“ქართული ოცნების” სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მღვდელს დეკანოზის ხარისხი მიანიჭეს და წყნეთში მიწა გადასცეს

ქართული ოცნების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მღვდელ ნიკოლოზ ჩხიკვაძეს დეკანოზის ხარისხი მიანიჭეს. კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მღვდელს წყნეთში

Read more

ახალი დაპირისპირება ეკლესიაში – მღვდელმთავრები ერთმანეთს პოლიტიკური ღირებულებების გამო აკრიტიკებენ

ეკლესიაში ახალი დიდი დაპირისპირება დაიწყო. ამჯერად მღვდელმთავრები ერთმანეთს ამბიონიდან, პოლიტიკური ღირებულებების გამო, აკრიტიკებენ. მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას ამბიონიდან გალანძღა ყველა,

Read more

დეკანოზმა გაშიფრა მაღალი ეკლესიური თანამდებობის პირების მიერ ეკლესიის ქონების დატაცება და ამის უტყუარი საბუთები აქვს – ნიკა გვარამია

„გიორგი მამალაძემ გაშიფრა ფინანსური სქემები მითვისებების საპატრიარქოში,“ – ეს განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, შაბათის კურიერში გააკეთა. ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს

Read more

«პატრიარქმა საგანგაშო ინფორმაციები მოისმინა რუსეთშიც, ამერიკაშიც და ვალდებული იყო, გავეფრთხილებინეთ»

«ალია» გთავაზობთ ინტერვიუს ვალერი გელბახიანთან: – წინა ინტერვიუში მითხარით, პარლამენტიდან 20 ადამიანის პოზიციაიქნება ძალიან კრიტიკული და ისინი თემატურ ჯგუფს შექმნიანო. ამინფორმაციას კონკრეტული სუბიექტების დაინტერესება და პასუხიმოჰყვა, რომ, სავარაუდოდ, 19 მარტს დიდი ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდებით. რა იცით ამის შესახებ? – მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მთავრობის სერიოზული ცვლილებები არის მოსალოდნელი, შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაც უკვე მონახაზში ცნობილია… ვიცი, მაგრამ არ მინდა საჯაროდ ვთქვა, მისიშემცვლელი ერთ–ერთი მინისტრია და ალბათ, მინისტრების 90 პროცენტს სახლში გაუშვებს. – მათ შორის ქუმსიშვილს? – არ არის გამორიცხული. – ქუმსიშვილი ძალიან ცუდად იქცევა, ბიზნესწრეებთან მაქვს შეხება და ფაქტობრივად, ისინი ამბობენ, რომსააკაშვილისგან დიდად არ განსხვავდება, ქუმსიშვილი პირდაპირ გვძალავს ფულს და ამბობს, ფეხებზე მკიდიაპროკურორიც, მოსამართლეც, ყველაფერი მე ვარ ამ ქვეყანაშიო, ქუმსიშვილის ეს საქციელი ძალიანთვალშისაცემია და პრობლემას ჰქმნის. თქვენი ინფორმაციით, ის ვისი გუნდის წევრია, ასე რომ გათავხედდა? – თავის დროზე «ქართუ ბანკის» რეკომენდაციით არის ჩვენი მთავრობა შეკრული და პოლიტიკური განათლება კიარ იყო აქ მთავარი, ბანკიდან წამოვიდნენ სამთავრობო სტრუქტურებში და მივიღეთ ის, რაც მოსალონდელი იყო, არშეიძლება კრედიტორები ისხდნენ პოლიტიკაში. პოლიტიკოსობას სჭირდება გარკვეული დრო, რომ გაიზარდო, ისწავლო, პოლიტიკოსის ჩვევები გამოიმუშავო,  ელემენტარული ანბანური ცოდნაა საჭირო პოლიტიკის და იმწიაღში არსებობა, სადაც პოლიტიკა იხარშება, ანუ ის ტექნოლოგიები, რაც პოლიტიკისთვის აუცილებელია. მთავრობიდან არცერთს არა აქვს პოლიტიკის გზა განვლილი და მათ ჰგონიათ, რომ ისინი არიან კანონები, ისინიარიან ღმერთები, ზეადამიანები და მათ ყველაფერი ხელეწიფებათ, ეს ასე არ არის. ეს ქვეყანასაც დაეტყო, რომერთიანი გუნდი არ მართავს ამ ქვეყანას, ცალკე ავტონომიური ხედვები აქვს ყველა მინისტრს, რომელიცერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, შემდეგ ვიღებთ იმას, რასაც ვხედავთ, აგერ პატრიარქის შეფასება ნახეთ, მანთქვა, რომ არაფერი ჩვენ აღარ გვეშველება… – თქვენ გახსოვთ, რომ პატრიარქს ასეთი რადიკალური  განცხადება ოდესმე გააკეთებინოს, ყოველთვის იმედისმომცემია, ყოველთვის მოთმინებისკენ მოგვიწოდებს, ოპტიმისტია და რა იყო ამ განცხადების მესიჯი, როგორწაიკითხეთ ეს განცხადება? – განცხადება ქვეტექსტში უნდა წაიკითხო, პატრიარქმა რაც გაიარა ბოლო ერთი წელი, ეს ხანდაზმული ჩვენისულიერი მამა დიდი დარტყმის ქვეშ დააყენეს და ლამის ამ ქვეყანას თავზე ჩამოენგრა ეკლესია. ტრადიციულიკულტურისა და ცნობიერების მატარებელი, ტვინის მასაზრდოებელი ინსტიტუცია, რომელმაც ათასობით წლებიგამოიარა ბრძოლაში, სიკვდილ–სიცოცხლეში, გენის გადარჩენაში, სახელმწიფოს შენარჩუნებაში, აი, ამ ინსტიტუტსდაუდგა საფრთხე და ვხედავთ, რომ შიგნით მონასტერი არეულია… სწორედ ამაშია პოლიტიკის უცოდინარობა, როცა რომელიღაცა შტერი ჩინოვნიკი იღებს ობიექტად ქართულ ეკლესიას, რომ დაანგრიოს და ჩამოშალოს იმიტომ, რომ საკუთარი პატრიარქი ჰყავდეთ. როცა ამას კადრულობს ხელისუფლება, იმ ქვეყანაში ყველაფერი დანგრეულია. იმის გამოსწორება შეუძლებელია. ცალკე ჩვენ გვაქვს არა მარტო სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები, არამედსაგარეო ფაქტორებია ძალიან დიდ საფრთხეში. თქვენ ხედავთ რუსეთ–ამერიკის ურთიერთობების შედეგს, რომელიცძალიან რთულ ფაზაშია, ხომ ხედავთ, ერთმანეთს განადგურებით ემუქრებიან. ამ დროს, პატრიარქი ცდილობს, დაალაგოს ვითარება, ჩადის იმ რუსეთში და რუსეთის პატრიარქს ესაუბრება, იქიდანაც იგებს ინფორმაციას, რომ აქაღარ არის საქართველო ამ სამყაროს მარტო ერთი ნაწილი, არის გლობალური საფრთხეები. თავის ქვეყანაში ესსურათია, საერთოდ მსოფლიოში დაძაბული მდგომარეობაა, ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ განედში ვართ, რომ ამსაფრთხეებს ვერ ავცდებით. ამ ქვეყანაში კი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოშალონ სახელმწიფო დარელიგიური ინსტიტუტები. ამის შემხედვარე პატრიარქს არ ჰქონდა სხვა მორალური უფლება, რომ სიმართლე არეთქვა. რაც არ უნდა ვიძახოთ, ჩვენ რომ კარგი მთავრობა გვყავს, კარგად არის საქმე? არ არის ესე, ფიცი მწამს დაბოლო მაკვირვებსო, ამიტომ ამ ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილებები, პოლიტიკურ ელიტას მთლიანადუნდა გამოცვლა, ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობის, უფრო მეტი სახელმწიფოს პატივისმცემელი ადამიანებიუნდა გაჩნდნენ სახელისუფლებო რგოლებში… და ხედავთ, პარლამენტი რას დაემსგავსა? პარლამენტი არისსამკვდრო–სასიცოცხლო კიბოთი დაავადებული, რომელიც სულს ღაფავს. ჰქვია პარლამენტი, თორემ აღარ არისპარლამენტი!.. მთავრობას შეხედავ და ასეთი უნიათობაა, რაც მთავრობაში ხდება, თავისი გუნდის წევრებიც ვეღარუძლებენ, ერთი დეტალი გაახმაურა იმ დანელიამ, თუ რამხელა ფული მოიხსნა ფაროსანასთან ბრძოლაში და ამაზეპარლამენტის სხდომაზე საჯარო განცხადებები გაკეთდა, სურათი იცით, რა არის? ვიღაცამ იგრძნო, რომ რაღაცახდება, დანელია ეროვნულმა პრობლემებმა კი არ შეაწუხა, მიხვდა, რომ ის მოქესტეს პროცესებიდან, მაგრამ ფაქტიერთია, რომ შიდა აშლილობაც არის, გარე დაძაბული მდგომარეობაცა და ამას დაემატა ხელისუფლებიდან კახიკალაძის განცხადება, «ევროპული საქართველო» ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური ძალა იქნებაო, ამან მთლადჭკუაზე შეშალა ქართველი საზოგადოება, ვინ ხარ, ძმაო, ვინ ხარ, რა დაგკარგვია, რას ერჩით ამ ჩვენს ქვეყანას!.. კითხვა ისმის ასეთი… ეს გაბანძებული და გაცვეთილი პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკურ სანაგვეში უნდაწასულიყო, პარტნიორად გაიხადეს და რა გეგმა აქვთ, ხომ იცი? «ქოცები» ფიქრობენ, ჩვენ შეიძლება შტატებმა აღარდაგვიჭიროს მხარი და ამიტომ, ისეთი სატელიტური ორგანიზაცია შემოვათრიოთ ხელისუფლების სათავეებში ჩვენჩამნაცვლებლად, ვისთანაც გვექნება დივიდენდები გაცემული და მოვთხოვთო. ამათზე გათახსირებული, ესენი რომარიან, ვერავინ იპოვეს სამყაროში?! ესენი არიან ბოროტები, ბოროტი ხალხი რომ იღებს მთავარ გადაწყვეტილებებსამ ქვეყანაში, პატრიარქი იტყვის, აბა, რას იზამს?! ის ვალდებულია, თქვას სიმართლე და გზავნილი უკვეგაკეთებულია, რომ ამ ქვეყანას, ამ მთავრობის პირობებში, არაფერი არ ეშველება!..  – გამოსავალი რა არის, საკადრო ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში რა შედეგს გამოიღებს? – საკადრო ცვლილებებმა რაღაცა ნაბიჯის გადადგმა მაინც უნდა მოახერხოს, რომ უკეთესობისკენ წავიდეთ, უნდადაინახონ პრობლემები. მე ვფიქრობ, რომ მოდუნებულ და უნარდაკარგული მთავრობა უნდა გაუშვა და ახალიმოიყვანო, ახალი სისხლი უნდა გადაუსხა. შეხედეთ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს, რამდენჯერ იცვლებამთავრობები, მაგრამ არც რევოლუცია ხდება და არც აჯანყებები. ეს არის ჯანსაღი პროცესი. არ უნდა ჩათვალოსარცერთმა მინისტრმა, რომ რადგან მინისტრია, ამიტომ ნაბადი მისია და მინისტრმა ნაბადად საქართველო არ უნდაგაიხადოს, გამიგეთ!.. პატივისცემით უნდა მოეპყრას ამ ქვეყანას. კაცი რომ გახდება თანამდებობის პირი, გამარჯობის თქმა აღარ უნდა, რაც სჭირთ ამ ადამიანებს, განდიდებაა, იმიტომ, რომ პოლიტიკური სკოლა არა აქვთგავლილი, არ იციან, რა არის პასუხისმგებლობა, ამ ადამიანებმა მიიღეს ყველაფერი მუქთად!.. ხონჩით მიართვეს ესთანამდებობები, არ უბრძოლიათ, არ იციან, რა არის პოლიტიკური ბრძოლა და რას უნდა გაფრთხილება, ფასეულობებთან აქვთ მწყრალი დამოკიდებულება, ამიტომ ბუნებრივია, ახალი საკადრო რეფორმა გავაკეთოთ, ცვლილება უკეთესისკენ უნდა იყოს მიმართული და ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესია მთავარი, რომ რამენაირადსაფრთხეები იქნეს თავიდან აცილებული, რაც ამ წუთში დგას ამ ქვეყნის წინაშე როგორც შიგნით, ისე გარეთ… – რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ? არის ინფორმაცია, რომ აშშ–ს დროებითი რწმუნებულიიქნება აგრესიული, მომთხოვნი, ის უკვე პრორუსული კამპანიის შეწყვეტას ითხოვს და მთავრობასულტიმატუმს უყენებს, ან გამოფხიზლდებით თუ არადა და სახლში წახვალთო… – სწორიც არის ის ამერიკელი, ამდენი წელია აქ დებს ამდენ პოლიტიკურ კაპიტალურ ინვესტიციას, რა მიიღო, სულორმაგი თამაშია, ამიტომ თუ ვეუბნებით «ხოს» დასავლეთს და ვერთიანდებით ამ ევროპულ ოჯახში და ნატოში, დავანებოთ თავი ამ იწილობიწილოებს, ან არადა ვუთხრათ, თქვენ კარგად იყავით, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, აგერშევუერთდებით ახალ ფორმალურ თუ არაფორმალურ, პერსპექტიულ გაერთიანებას – ევრაზიას. ამ რუსეთს არა აქვსის ტექნოლოგიები, რაც დასავლეთს, რუსეთი ყოველთვის იყურება ძალაზე, ანუ თუ დამემორჩილები, დამემორჩილე, თუ არადა, დაგიმორჩილებ!.. ამიტომ მოდით, ვთქვათ, დღეს რუსეთი არანაირ კეთილ როლს ართამაშობს საქართველოს მიმართ, ანექსირებული აქვს ტერიტორიები, ვყავართ კაბალურ მდგომარეობაში, პრაქტიკულად ენერგეტიკული ბლოკი მაგათია, ეკონომიკური თვალსაზრისით ბერკეტები რუსეთს ხელში უკავია. ამიტომ ასე ადვილად ამოსაგდები ამ თამაშიდან რუსეთი არ არის, თავი დავანებოთ ყველაფერს, რუსეთს აქვსიმპერიული ზრახვები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. იგივე აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან ისე, ან ასე. ან თავი უნდა დავანებოთ რაღაც ფორმატებს და უთხრას, აგერ ხართ რუსეთი და ამერიკა, გადაწყვიტეთ, რა გინდათ ჩვენგან და ჩვენ ამ გადაწყვეტას ვემორჩილებით. მაგრამამ ორმაგი თამაშით ჩვენ ორივეს ვაღიზიანებთ და ორივესთვის შესასანსლი ობიექტი ვხდებით. ერთხელ დასამუდამოდ ის ამერიკელიც მივიდა, ალბათ, იმ დასკვნამდე, რომ ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილება უნდამიაღებინოს, ან პროდასავლური, ან ამ თამაშებს შეეშვას. რასაც ჩვენ რუსები გვიკეთებენ, იტაცებენ ჩვენსმოქალაქეებს, მცოცავ ანექსიას აკეთებენ, გიკლავენ ადამიანებს და დასავლეთი ვერანაირ რეაგირებას ვერ ახდენს. ვერც საერთაშორისო სამართალი გშველის და ვერც სამეზობლო, ვერც ამერიკა და ვერც ევროპა გშველის. რუსეთიძალას განახებს, განა სხვა რამეს შვრება. ამიტომ ამ ქვეყანამ უნდა თქვას, მოდით, გავაკეთოთ რეფერენდუმი, რაცუნდა ამ ხალხს, გაკეთდეს ისე, პოლიტიკოსებს ამ საკითხს ნუ გადავაწყვეტინებთ, ამ ხალხს თუ უნდა დასავლეთი, წავიდეს დასავლეთისკენ და თუ არ უნდა დასავლეთი, წავიდეს ჩრდილოეთში და ეგ იქნება!.. მაგრამ არავინმუშაობს არცერთ ფორმატზე და არც მეორეზე, ამიტომ როგორც ჩანს, ამერიკა დაასრულებინებს ორმაგ თამაშებს ამხელისუფლებას, ეს დრო დადგა, ან ამერიკა, ან რუსეთი!.. ნატოს ექსპერტმა რა განცხადებაც გაკეთდა ვნახეთ, რომმე-5 მუხლის გარეშე სახელმწიფო უნდა შევიდეს ნატოში, ანუ ჩვენ მოგვცა არჩევანი, გინდათ ნატო, ამ ფორმითშემოდით, მაგრამ ნატოში შესვლას კიდევ სხვა პრობლემა აქვს, ის რომ ევროპის სახელმწიფოები თანახმა უნდაიყვნენ ნატოში საქართველოს გაერთიანებაზე, საფრანგეთსა და გერმანიას ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანიროლი აქვს, ეს ორი ქვეყანა, ფაქტობრივად, დაუძლეველია ამერიკისთვისაც, რომ თანხმობა ათქმევინოსსაქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ამიტომ ისინი თამაშობენ ორმაგი სტანდარტით, ცალკე რუსეთსეთამაშებიან, ცალკე ამერიკელებს, საქართველო არავის არ აინტერესებს. ამიტომ ქართულმა პოლიტიკურმადიპლომატიამ ის უნდა გააკეთოს, რომ ამერიკამ რუსეთს უთხრას, რომ თქვენ მოილაპარაკეთ, რაზეცშეთანხმდებით, იმას გავაკეთებ, მე ნუ მჭყლეტთ, მაგრამ ამის გამკეთებელი ვინ არის, მითხარით!.. ამიტომ, რახანხედავენ ამერიკელები საქართველოს არანაირი უნარი არა აქვს, თავი დაიცვას, ორივე მოინდომებს ჩვენს ჩაყლაპვას. ან ერთი შეგვჭამს, ან მეორე… – პრემიერის განცხადება ჯადოსნური წრის გარღვევასა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისაღდგენაზე, არის თუ არა დაგვიანებული?  – მაგისთვის ეს არის გედის სიმღერა, პრემიერმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემოდანზე ზის, ამიტომ პრობლემამაშინ რომ გაგახსენდება, ქათამს რომ კვერცხი მოადგება, იმის არ იყოს, უკვე გვიანია, როცა პრობლემას ხედავ, შედეგამდე უნდა იმოქმედო, მანამდე უნდა გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ პრობლემა არ განვითარდეს დასიღრმეში არ წავიდეს, ეს დალოცვილები აქამდე დაყრუებულები იყვნენ, არადა ჩვენ ვწერდით ამის თაობაზე, რუსეთის და სომხეთის ხელისუფლებების მოლაპარაკების შედეგი ვიცოდით ორი წლის წინათ, სომხურიმაგისტრალური სატრანსპორტო გზების აღდგენაზე რუსები გამოხატავდნენ დიდ ინტერესებს, კარს მიღმა მიდიოდამოლაპარაკებები, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა. სანამ ოსებმა არ იყვირეს, რომ ჩვენ რა ხეირიგვაქვსო, მანამდე ეს ამბავი არ გახმაურდა. ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ ტრანსკავკასიური მაგისტრალებისსაკითხი იყო რუსეთისთვის ერთ–ერთი საკვანძო საკითხი, სხვაგვარად ერევანი მას გაუდგებოდა თამაშიდან. ამისწინააღმდეგი იყო აზერბაიჯანი, მოთამაშე ფიგურა იყო საქართველო. საქართველოს მთავრობა იჯდა ჩრდილში დაუყურებდა მოვლენებს, თავისით როგორ განვითარდებოდა და რა პრობლემების წინაშე დადგებოდა. აქედანგამომდინარე, რაც არ უნდა იყვიროს პრემიერმა და რაც არ უნდა მკაცრი პოზიცია დაიჭიროს, გადაწყვეტილება აქვსმიღებული რუსეთს, არაფერს დათმობენ. ერთადერთი, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა მნიშვნელოვანი, დააკვირდით, რა განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა. რუს ერს მოუწოდა, რომ საფრთხის წინაშე ვართ დაგადავიდეთ საომარ რეჟიმზეო. მისი განცხადების შინაარსი ეს იყო… ეს საომარი რეჟიმი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენაგვცდება, ძალიან ცდება. რუსეთმა თავი რომ დაიცვას, ამიტომ უნდა წამოიწყოს ახალი სამხედრო ავანტიურა დასად წამოიწყებს, თქვენი აზრით, თუ არა საქართველოსა და უკრაინაში, სადაც ცხელი კერებია. – შეიძლება ეს ყველაფერი სამხედრო პროვოკაციას ემსახურებოდეს?

Read more

“ბორჯღალოსნების” კაპიტანი: მოვუწოდებ გულშემატკივრებს, ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, 18 მარტს გასამართი საქართველო-რუმინეთის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ “დინამო არენა” გაავსონ და მორაგბეებთან ერთად  საქართველოს ჰიმნი შეასრულონ.

Read more

სერგეი ლავროვი – დასავლური გაზეთების კითხვა საჭირო არ არის

მიხეილ ბულგაკოვი წერდა: „ნუ დაიწყებთ დილიდან საბჭოთა გაზეთების კითხვას“. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც დასავლური გაზეთების კითხვა არ არის

Read more

საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატს ქალები სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ!

ქალთა მოძრაობა საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართავს, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი

Read more

კომპანია, რომელმაც გუდაურში საბაგირო დაამონტაჟა, პირველ განმარტებას აკეთებს

კომპანია ,,დოპელმაიერი”, რომელმაც გუდაურში საბაგირო დაამონტაჟა, პირველ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ კონსტრუქცია რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს და უსაფრთხოების ყველა

Read more
Page 4 of 388« First...23456...102030...Last »
Seo wordpress plugin by www.seowizard.org.