BBC Travel-მა დედამიწის ყველაზე საინტერესო და უცნაური ადგილები დაასახელა

მსოფლიოში უამრავი ისეთი ქალაქი, სოფელი თუ პატარა სახელმწიფო არსებობს, რომელთა კულტურული და რელიგიური მსოფლმხედელობა და ამის მიხედვით ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და ცრურწმენები, ბევრი ადამიანისთვის საინტერესო და მიმზიდველია.

BBC Travel-მა რამდენიმე მათგანი გამოყო. მათ შორის ერთ-ერთია ცოლ-ქმრისთვის განკუთვნილი ციხე, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში ტრანსილვანიაში, საქსონებით დასახლებულ პუნქტში ფუნქციონირებდა. ციხეში დროებით სვამდნენ იმ წყვილებს, რომლებსაც განქორწინება სურდათ. საინტერესოა ის, რომ სამასი წლის განმავლობაში ციხეში ნამყოფი მხოლოდ 1 წყვილი განქორწინდა.

რაც შეეხება ცრურწმენებს – რუმინელ გლეხებს სჯერათ, რომ მიცვალებულები ღამით საფლავებს ტოვებენ და ძროხისა და მეძუძური დედების რძეს სვამენ. იმისთვის, რომ ბოროტი სული მათ სახლს არ გაეკაროს, ისინი სულების შესაშინებლად დღემდე კიდებენ ფანჯრებსა და კარებთან ნივრის ასხმას.

ის, რომ რელიგია და რწმენა მორწმუნეებისთვის ყველაზე ძლიერი რამ არის, მოწმობს თქმულება, რომლისაც ეთიოპიის ქალაქ ლალიბელას მოსახლეობას სჯერა. თქმულების მიხედვით, მათ ქალაქში მდებარე 11 ეკლესია ანგელოზებმა ერთ ღამეში ააგეს.

კიდევ ერთი საინტერსო ადგილი, რომელსაც BBC Travel-ი გამოყოფს, ლიტვაშია და მას “ჯვრების საიდუმლო მთები” ეწოდება. ეს ადგილი ინახავს ომების, აჯანყებების, მოჩვენებების, სასწაულებრივად განკურნებულთა და სხვათა ხსოვნას. დღეს ამ ადგილზე 100 ათასზე მეტი ჯვარია აღმართული და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით მთაზე სულები დადიან.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.