Bloomberg: 2040 წლისთვის მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების წილი 57%-ი იქნება

2040 წლისთვის მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების წილი 57%-ი იქნება – წერს СNN-ი Bloomberg-ზე დაყრდნობით. 

გამოცემის ცნობით  შემდეგი 20 წლის განმავლობაში ელექტრომობილების გაყიდვების მაჩვენებელი 56 მილიონამდე გაიზრდება. ამავდროულად ჩვეულებრივი ავტომობილების 85 მილიონით შემცირდება. 

გამოცემის პროგნოზით, მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების გაყიდვებში ლიდერი ჩინეთი იქნება. მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილების გაყიდვებში 2025 წლისთვის  ჩინეთის წილმა 48% შეადგინოს. 2040 წლისთვის ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდება. 

გამოცემის პროგნოზით, ევროპა აშშ-ის ელექტრომობილების ბაზრის მოცულობით 2020 წლისთვის გაუსწრებს. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.