Cassini-მ სატურნი ყველაზე ახლო ხედით გადაიღო (ვიდეო)

NASA-ს ხომალდმა Cassini-მ წარმატებით შეასრულა მისი საბოლოო მისიის პირველი ეტაპი და კაცობრიობის ისტორიაში პირველად, სატურნსა და მის რგოლებს შორის ჩაიფრინა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ოფიციალურ ვებგვერდზე ადასტურებს.

ჩაფრენის მანევრი გუშინ, თბილისის დროით 13:00-ზე განხორციელდა. Cassini მსგავს მანევრს კიდევ 21-ჯერ შეასრულებს, რის შემდეგაც სატურნის ატმოსფეროში შევა და დაიწვება.

სპეციალისტები კოსმოსური ზონდიდან დედამიწაზე დიდი რაოდენობის სურათებს ელოდებიან და ასევე მასალებს, რომლებიც „ბეჭდიანი“ პლანეტის შესახებ უცნობ ცნობებს მოგვიყვება.

მანამდე არც ერთი სხვა კოსმოსური აპარატი, ასე ახლოს სატურნთან არ მისულა“, – აღნიშნავს მისიის ხელმღძღვანელი ერლ მეიზი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.