მეცნიერებმა ხელოვნური ფილტვი შექმნეს

ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ხელოვნური ფილტვები და ისინი ღორებს გადაუნერგეს. ცხოველებმა ოპერაციის შემდეგ რამდენიმე კვირა იცოცხლეს. კვლევის შესახებ გამოცემა Science News-ი წერს.

Read more

ბანკების უპასუხისმგებლო, აგრესიულმა პოლიტიკამ აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანა საბანკო ომამადე მიიყვანა – კვლევა

რეალური ომიდან 10 წლის თავზე მოსახლეობა საბანკო ომის პირისპირ აღმოჩნდა. ადამიანები დღეს ბანკების ვალის გამო კარგავენ სახლებს, ქონებას და რაც

Read more

“კორცხელის საქმეზე” ბრლდებულებს ხულიგნობის მუხლი ცემის მუხლით გადაუკვალიფიცირდათ

ე.წ. “კორცხელის საქმეზე” 5 ბრალდებულის განაჩენი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. კერძოდ, ყველა მათგანს ხულიგნობის მუხლი, გადაუკვალიფიცირდა ცემის მუხლით. რაც შეეხება

Read more

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და რამდენიმე წუთის წინ

Read more

რატომ ჩაიშალა გლდანის ციხეში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულების გამოკითხვა?

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზეპარლამენტში შექმნილი დროებითი საგანოძიებო კომისიაგლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიდანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულების ზაქარია ფირცხალაძისა და გიორგიშაბურიშვილის გამოსაკითხად შევიდა. თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვაჩაიშალა. ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს და კომისიასთან არ ითანამშრომლეს. ესგადაწყვეტილება მათ, იმით ახსნეს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი სასამართლოპროცესები და შესაძლოა მათ მიერ გაცემული ინფორმაცია მათივე წინააღმდეგ იქნესგამოყენებული. როგორც ციხეში შესვლამდე კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ თქვა,ბრალდებულებმა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გადამალეს და კომისიისშეკითხვები სწორედ ამაზე იყო. დანაშაულის დაფარვისთვის ასევე პატიმრობაშია ხორავასქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა თენგიზ კალანდია. საგამოძიებო კომისიის მუშაობა მოწმეების გამოკითხვების და განმარტებების მიღებისნაწილში დღევანდელი გამოკითხვებით დასრულდება. ამის შემდეგ კი კომისა უკვე დასკვნასდა სარეკომენდაციო ნაწილს მოამზადებს. საგამოძიებო კომისიის მუშაობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზემეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებითპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.  პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შსს. ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2დეკემბერს გარდაიცვალა. 2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისსაქმეზე მოსამართლემ განაჩენი გაამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძისმხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო. მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდეარ გაიზიარა, თანამდებობიდან გაადადგა.  მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებებისდადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგიგახარია ხელმძღვანელობს. ამავდროულად, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებოკომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება. “იმედინიუსი”

Read more

2018 წელს უფილტრო სიგარეტის მოხმარება 20%-ით გაიზარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისსამსახურის მიერ თამბაქოს ინდუსტრიაზე გაცემულიაქციზური მარკების სტატისტიკის მიხედვით,საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2015 წლის შემდგომ მზარდია. თუ 2015წელს სულ 25.6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამრიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია. 2018 წლის პირველ ნახევარში კი უფილტროსიგარეტზე 40 მილიონი აქციზური მარკა გაიცა, ეს 2017 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. უფილტრო სიგარეტის მოხმარების ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, სხვა ტიპის თამბაქოსპროდუქტებთან შედარებით მისი სიიაფეა, რასაც ხელს დაბალი აქციზური გადასახადიცუწყობს. 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზურიმარკის ღირებულება 1.1 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. ხოლო უფილტრო სიგარეტისაქციზი ამაზე თითქმის სამჯერ იაფი, 60 თეთრი ღირს. ფილტრიანი სიგარეტების გაძვირებისგამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადაერთო. აქციზის გაძვირების შედეგად ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება 2014-2015 წლებშიარსებული 450-460 მილიონი კოლოფიდან 2017 წელს 318 მილიონ კოლოფამდე შემცირდა.მთლიანობაში 2017 წელს გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა 15%-ით შემცირდა,შემცირების მთავარი მიზეზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გაძვირება იყო. აქციზის გაძვირებას თან რამდენიმე უარყოფითი რისკი მოსდევს: პრიველი ეს არისდაუნთრეიდინგი, როდესაც მომხმარებლები სიგარეტის გაძვირების გამო უფრო იაფიანალტერნატივებზე გადადიან. ბაზრის რეგულირების მიუხედავად, ყოველთვის მოიძებნებაუფრო იაფი ალტერნატივა, რომლის ზემოქმედებაც ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლოაუფრო მძიმე იყოს. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს მიზანი, სიგარეტის უარყოფითი გავლენისგანდაიცვას მოსახლეობა, პირიქით, შეიძლება გაზრდილი ზიანით იცვლება. ამას ემატებარამდენჯერმე დაბალი სააქციზო გადასახადიც, რაც უფილტრო სიგარეტებზე მოქმედებს. აქციზის გადასახადის ასიმეტრიულად მაღალი ზრდა კონტრაბანდის რისკსაც ზრდის. 2017წელს თამბაქოს კონტრაბანდა 20-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს ფინანსთა სამინისტროსსაგამოძიებო სამსახურმა 26 557 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წელს კი 557 685კოლოფი. კონტრაბანდული რისკი თავისმხრივ სხვა პრობლემებსაც იწვევს, მაღალი ეკონომიკურიდაინტერესების შემთხვევაში მან შესაძლოა კორუფციის რისკებიც გაზარდოს. ამასთანავე,ეკონომიკურ საზღვრებზე უაქციზო თამბაქოს შემოსვლის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოსმეტი რესურსის გაღება უწევს. კიდევ ერთი თანმდევი პრობლემა ინფლაციის ზრდაა. იმის გამო, რომ სიგარეტი ერთ-ერთიმნიშვნელოვანი საქონელია, აქციზის გაძვირებით მისი ფასის ხელოვნური ზრდაინფლაციაზეც ახდენს გავლენას. სწორედ ეს იყო 2017 წელს ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ერთერთი გამომწვევი მიზეზი. 2017წელს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, თუმცა ინფლაციამ საშუალოდ6.5% შეადგინა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, გაზრდილ ინფლაციაზემნიშვნელოვანი გავლენა იქონია ერთჯერადმა ფაქტორმა – აქციზის გაძვირებამ. ამ 6.5%-დან2.5% სწორედ თამბაქოსა ნავთობპროდუქტების გაძვირებაზე მოდიოდა. თუ მხოლოდ დამხოლოდ საგადასახადო კოდექსით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ რომ უფილტროსიგარეტი ფილტრიანთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, რადგანაც რამდენჯერმენაკლებად იბეგრება. თუმცა სინამდვილეში ასე არაა. “კომერსანტი”

Read more

გიორგი ანწუხელიძე – 2008 წლის გმირი, რომელიც რუსებმა წამებით მოკლეს (ვიდეო)

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის გმირია – 23 წლის ჯარისკაცი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა წამებით მოკლეს და რომელიც გმირულად შეეწირა

Read more

6 თვეში საქართველოში 28239 დანაშაულია რეგისტრირებული

საქსტატი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში რეგისტრირებულია 28239 დანაშაული. მათ შორის

Read more

6 თვეში კომერციულმა ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 38,7 მილიონი ლარი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 38 796 157 ლარის შემოსავალი მიიღეს. როგორც კომერციული

Read more

ცნობილია ავარიის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა 6 თვეში სიმთვრალის გამო

საქსტატი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2018 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 3090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ

Read more

“ათასობით დამალული ლარი თანამდებობის პირთა დეკლარაციებში”

„ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობებიდან გამომდინარე პროკურატურას გამოძიების დაწყებას მოთხოვნით მიმართავს. ენმ-ის წევრს, ლევან

Read more
Seo wordpress plugin by www.seowizard.org.