Dailymail: არის თუ არა საქართველო პუტინის მიერ დაპყრობილი მორიგი ტერიტორია?

“რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, სადავო საზღვარი მავთულხლართების მეშვეობით, ღამის რეიდებისას გადაწიეს, ეს ქმედებები კი საქართველოს სოფლებს ჩაყლაპვით ემუქრება”, – ამის შესახებ dailymail წერს.

“როგორც სტატიაშია აღნიშნული, მოსახლეობები უეცრად ორად გაიყო აღნიშნული საზღვრების გადაწევის გამო, რასაც ბევრი ადგილობრივი მცოცავ ოკუპაციას უწოდებს, რომლის უკანაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას.

ე.წ. ბორდერიზაცია საქართველოსა და ახლა უკვე მოწყვეტილ რეგიონ სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო დავიდან მოყოლებული მიმდინარეობს, ეს უკანასკნელი კი, რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული.

ამერიკა და მისი დასავლელი მოკავშირეები კი ამაში ტერიტორიების მიტაცებასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას ხედავენ.

უკვე დაახლოებით ათწლეული გავიდა ომის შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის, კიდევ ერთი ტერიტორიისა და მოწყვეტილი რეგიონის – აფხაზეთის გამო მოხდა.

თუკი Heritage Foundation-ს დავეყრდნობით, მხოლოდ ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვართან ბორდერიზაციის 50 შემთხვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივი ცეკვის მასწავლებელი ნიკოლოზ კორაშვილი აცხადებს, რომ მისმა ძმამ რამდენიმე წლის წინ ღამით გაიღვიძა, ადგა და აღმოაჩინა, რომ ღამით საზღვარი გადაწეული იყო, ხოლო მისი საკუთრება სწორედ საზღვრის ამ გადაწევის გამო – დაკარგული.

სხვებმა უბრალოდ მიატოვეს საკუთარი სახლები, რომლებიც საზღვართან მდებარეობს, რადგან ნელ-ნელა მათი სახლებიც ჩაიყლაპება.

ფერმერი სახელად ვასია აცხადებს, რომ ადგილობრივ ეკლესიაში ვეღარ დადის, რადგან ეს ეკლესია უკვე საზღვრის მეორე მხარეს მდებარეობს.

სამხრეთ ოსეთი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა მას აღიარებს მხოლოდ რუსეთი და მისნაირი ქვეყნები, როგორიცაა სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და წყნარი ოკეანის კუნძული ნაურუ.

ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებების გამო გამოთქვა შეშფოთება, საქართველომ კი ორი კვირის წინ, აშშ-სთან და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად წვრთნები დაიწყო.

საქართველო-რუსეთის ომიდან 10 წლის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, დაახლოებით 1 300 ქართველი, 1 170 ამერიკელი და კიდევ დამატებით რამდენიმე ასეული სამხედრო ალიანსის წევრი სხვა ქვეყნებიდან, შეუერთდა სამხედრო მანევრირებებს.

რუსეთისა და საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში მოხდა. მოსკოვი აგრძელებს საზღვარზე საკუთარი სამხედროების მობილიზაციას და სამხრეთ ოსეთის გარდა მხარს უჭერს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთს. რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს”, – წერს dailymail-ი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.