Deloitte: კანადაში მარიხუანას ლეგალიზაცია $4 მილიარდიან ინდუსტრიას შექმნის

“დიდი ოთხეულის” წევრისა და პროფესიონალური სერვისების ქსელის უმსხვილესი კომპანიის, Deloitte-ის მიხედვით, კანადაში მარიხუანას ლეგალიზაციას ქვეყანაში $4 მილიარდიანი ინდუსტრიის შექმნა მოჰყვება.

კანადის სენატი აპირებს მხარი დაუჭიროს კანონპროექტს სახელწოდებით C-45, რომელიც ქვეყანაში კანაფის ლეგალიზაციას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვნებისთვის აკრძალული იქნება.

ასევე, კანონპროექტში წერია, რომ ზრდასრულ ადამიანებს 30 გრამამდე კანაფის შეძენა ლეგალურად შეეძლებათ, ხოლო დისტრიბუტორებს კი ლიცენზიას ფედერალური მთავრობა მიანიჭებს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი კანონპროექტს სკეპტიკურად უყურებს. მათ მიაჩნიათ, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არასასურველ შედეგებს მოიტანს. მეორე მხრივ, ქვეყნის პრემიერი, ჯასტინ ტრიუდო ლეგალიზაციას იმ არგუმენტით ემხრობა, რომ ახალგაზრდებს ნარკოტიკებზე წვდომა ამ გზით უფრო მეტად გაუჭირდებათ.

„ჩვენ ნარკოტიკების კონტროლსა და მარიხუანას ლეგალიზაციაზე მაქსიმალურად ვართ ფოკუსირებული. არსებული სისტემა არ მუშაობს. ჩვენ მიერ არჩეულ სამომავლო გზას წინ წლების განმავლობაში ექსპერტებთან მიმდინარე კონსულტაციები უძღოდა,“ აღნიშნა ტრიუდომ.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დიდი შვიდეულის წევრთა შორის, კანადა გახდება პირველი ქვეყანა, რომელმაც მარიხუანას ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა.

ექსპერტების მოსაზრებით, ლეგალიზაციას ალკოჰოლის გაყიდვების შემცირება მოჰყვება, რადგან ალკოჰოლის მომხმარებლები არჩევანს ხშირად ლეგალურ კანაფის სასარგებლოდ გააკეთებენ.

commersant.ge

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “INFO NEWS”-ი ემიჯნება ყველანაირ ნარკოტიკს და მის ლეგალიზაციას, ნარკოტიკი კლავს!

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.