Facebook-ზე ატვირთულ მასალაზე მუსიკის დართვა შესაძლებელია

Facebook-მა სოცქსელის მომხმარებლებს საშუალება მისცა „სთორისა“ და ახალი ამბების კედელზე (News Feed) ატვირთულ მასალას თან მუსიკა დაურთონ. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

უმსხვილესმა სოციალურმა მედიამ ახალი ფუნქციის ტესტირება ჯერ კიდევ სექტემბერშიმომხმარებლების მცირე ნაწილზე დაიწყო.

თავდაპირველად ახალი ფუნქცია „სთორის“ უნდა დამატებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სერვისი ახალი ამბების კედელზეც (News Feed) იქნებოდა ხელმისაწვდომი.

მსგავსი ფუნქციით სარგებლობა მანამდე Instagram-ის მომხმარებლებს შეეძლოთ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.