Facebook-ი ხმოვანი სტატუსის ფუნქციას ტესტავს

Facebook-ი ქსელში ახალი ფუნქციის – ხმოვანი სტატუსის დამატებაზე მუშაობს. როგორც TechCrunch-ი წერს, კომპანია ახალ ფუნქციას ტესტავს. გამოცემის ცნობით, ხმოვანი სტატუსი უფრო ინტიმური იქნება, ვიდრე ტექსტი და გაცილებით უფრო ადვილი დასაპოსტი, ვიდრე ვიდეო.

ამასთან, ხმოვანი სტატუსები გაამარტივებს იმ მომხმარებლების საქმეს, რომლებსაც სტატუსის დაწერა არა მათ მშობლიურ ენაზე, არამედ უცხო ენაზე სურთ, თუმცა შესაბამისი კლავიატურა არ აქვთმ. ასეთ შემთხვევაში ხმოვანი სტატუსი კლავიატურის ბარიერს მოხსნის.

როგორც კომპანიის პრესსპიკერმა გამოცემას უთხრა, Facebook-ის ჯგუფი ყოველთვის ცდილობს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს.

სოციალურ ქსელს უკვე აქვს ჩატში ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. რაც შეეხება ხმოვან სტატუსს, ის სოცქსელის მომხმარებელთა გარკვეულ წრეს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გააქტიურებული აქვს, მათ შორის ინდოეთში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.