Facebook-მა ექსტრემისტული პოსტების ავტომატური ამოცნობა ისწავლა

Facebook-ის ალგორითმები ექსტრემისტულ პოსტებს ამოიცნობს და გამოქვეყნებიდან ერთ საათში წაშლის. ამის შესახებ სოცქსელის პრესსამსახურში აცხადებენ.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ხელოვნურ ინტელექტს 99%-ის შემთხვევაში შეუძლია ამოიცნოს ჩანაწერი, რომელიც დაკავშირებულია “ისლამურ სახელმწიფოსთან” და “ალ-ქაიდასთან”.

Facebook-ში აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტლექტის ფილტრაციის სისტემა “საკმარისად რთული დავალებაა, რომლის შესრულებას აბსოლუტური სიზუსტე სჭირდება”.

კომპანიამ რამდენიმე თვის წინ გააფართოვა მოდერატორების შტატი, რომლებიც სოციალურ ქსელში არსებულ ჩანაწერებს აანალიზებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.