ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განვითარებულია და აქტიურია მხოლოდ ბაყაყების ყიყინი (ჟურნალისტური გამოძიება)

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “INFO NEWS”-ის გუნდი დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა ფოთის თავისუფალ ინდუსტირულ ზონაში. შეგახსენებთ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) სთავაზობს სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებს, ვინც საქმიანობას განახორციელებს ზონის ფარგლებში. კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, არ გადაიხდიან მოგების გადასახადს, ქონების გადასახადს და საბაჟო გადასახადს იმპორტირებულ პროდუქტზე, ისინი ასევე გათავისუფლებულები არიან დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დღგ). მაგრამ ასევე აღსანიშნავია, რომ როდესაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებისათვის საჭირო მასალების იმპორტი არ იბეგრება, ზონაში წარმოებული მზა პროდუქცია, რომელიც ზონიდან დანარჩენ საქართველოში გასაყიდად გადის, იმის მიხედვით იბეგრება თუ რამდენადაა მიჩნეული, რომ „დამზადებულია საქართველოში“.

სააგენტოს გუნდმა გადაწყვიტა გაერკვია თუ რა იწარმოება ფოთის თავისუფალ ინდუსტირულ ზონაში, რა შეღავათებით სარგებლობენ კომპანიები და გაუნჯობესდა თუ არა პირობები ახალი მფლობელი (ჩინური) კომპანიის ხელში. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს გუნდი ჩავიდა ფოთის თავისუფალი ინდუსტირული ზონის დასათვალიერებლად, ადგილზე თიზის დაცვის სამსახურმა სააგენტოს ჟურნალისტს განუცხადეს, რომ აღნიშნული ტერიტორიაზე ვერ დაუშვებდნენ სააგენტოს გუნდს, რადგან ტერიტორია არის კერძო საკუთრება, ხოლო შესვლისთვის საჭიროა თიზის ხელმძღვანელობის ნებართვა. სააგენტოს ჟურნალისტი დაცვის სამსახურის მეშვეობით დაუკავშირდა თიზის ხელმძღვანელობას რა დროსაც თიზის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა ჟურნალისტების შეშვებაზე, ასევე დასძინა რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს შეეძლო მიემართა სათავო ოფისისთვის, რომელიც მდებარეობს თბილისში. სააგენტოს ჟურნალისტი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სათაო ოფის და განუმარტა, რომ სურდა შესულიყო თიზის ტერიტორიაზე და გაერკვია როგორ მუშაობს და რა იწარმოება აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაზეც თიზის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს და დაამატეს, რომ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით შეგვეძლო თიზის ოფიციალურ მეილზე მიგვემართა კითხვებით. სააგენტოს ჟურნალისტმა აღნიშნული კითხები გადააგზავნა თიზის ოფიციალურ მეილზე. იხილეთ კითხვები და პასუხები:

1.GEOWEL-ის მიხედვით, ფოთის თიზში ბიზნესის დასაწყებად საშუალოდ საჭირო იყო 16 800 აშშ დოლარი. დღეს საშუალოდ რა თანხა არის საჭირო ? 

ფოთის თიზ-ში ბიზნესის დაწყება შესაძლებელია მინიმუმ 5000 აშშ დოლარიდან. თუმცა ფასი იცვლება იმის მიხედვით თუ რა საქმიანობას განახორციელებს კომპანია თიზ-ში (ვაჭრობა, წარმოება, სერვისი და ა.შ) და რა ინფრასტრუქტურა სჭირდება მას ამ საქმიანობის განსახორციელებლად.

2. კონკრეტულად რამდენი ტიპის და რა სახის საქონელი იწარმოება ფოთის თავისუფალ ინდუსტირულ ზონაში ?

ფოთის თიზ-ში დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარგებლობს ზონაში არსებული საშეღავათო პირობებით მათ შორის არის კომპანიები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული ემირატებიდან, ინდოეთიდან და ა.შ.  ფოთის თიზ-ში უკვე ფუნქციონირებს მსხვილი და მცირე საწარმო ქარხნები მათ შორის რეგიონში ერთ ერთი მსხვილი სპირტის ქარხანა, უმაღლესი ხარისხის სახურავების წარმოება, ნავთობ პროდუქტებზე დამზადებული საპოხი საშუალებების წარმოება , საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების არომატიზატორების გადაფუთვა – ჩამოსხმა, სხვადასხვა სახის სამშენებლო მეტალო პროფილების წარმოება და ა.შ.  გარდა ამისა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარებოს ახალ საწარმოო კომპანიებთან რომლებიც უახლოეს მომავალში განახორციელებენ ინვესტიციებს ფოთის თიზ-ში და დაიწყებენ ფუნქციონირებას.

3. ამ საქონლიდან რა პროცენტი გადის იმპროტზე და რამდენი ექსპორტზე?

კომპანიების უმრავლესობა ორიენტირებულია ექსპორტზე

4. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კვლევის მიხედვით, სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმატებად არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ ინვესტიციების შემოდინება. მთავარია რა ტიპის კავშირები დამყარდება მაღალ-ტექნოლოგიურ კომპანიებს და ადგილობრივ მიმწოდებლებს შორის და როგორ მოხდება ცოდნისა და ტექნოლოგიების გადადინება.  ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადადგმული ?

ფოთის თიზ-ის მარკეტინგული ჯგუფი მუდმივად ჩართულია გაზარდოს ფოთის  თიზ-ის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, შესაბამისად ხდება მათი აქტიური ჩართულობა მსოფლიო დონის საერთაშორისო ფორუმებზე და გამოფენებზე. წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს რამოდენიმე გასვლითი ღონისძიების ორგანიზება სხვადასხვა პოტენციურ ქვეყნებში რომელსაც დაესწრება წამყვანი ბიზნესს ასოციაციების და საშუალო და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები რათა მაქსიმალურად მოხდეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა და კონტაქტების დამყარება.

იმისთვის, რომ უფრო კონკრეტულად გაგვეგო რა მდგომარეობა იყო თიზ-ში მაგალითისთვის ავიღეთ ერთი კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია თიზ-ში და შევეცადეთ აღნიშნულ კომპანიაზე სიღრმისეული ინფორმაცია მოგვეპოვებინა, ამის გამო ხელახლა მივწერეთ თიზს ოფიციალურ მეილზე.

დამატებით გვაინტერესებს კონკრეტულად ერთი კომპანია შპს პრაიმ ჯორჯია (ს/ნ 415096808), რომელიც თიზ-ში არის რეგისტრირებული. გვაინტერესებს აღნიშნული კომპანია კონკრეტულად რას აწარმოებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ასევე ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციიდან არ ირკვევა კომპანიის საკონტაქო ინფორმაცია, რის გამოც გთხოვ მოგვწეროთ აღნიშნული კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია დამატებითი დეტალების გასარკვევად

ამის საპასუხოდ კი გამოგვიგზავნეს შემდეგი ტექსტი:

სამწუხაროდ თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანიებზე ვერ გავცემთ მსგავსი სახის ინფორმაციას; მათ შორის შპს „პრაიმ ჯორჯია“;

თიზ-ის პასუხიდან გამომდინარე სააგენტოს გუნდი შეეცადა ინფორმაცია სხვა გზებით მოეპოვებინა, აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს ჟურნალისტს სანდო წყარომ განუცხადა, რომ კომპანია შპს პრაიმ ჯორჯია (ს/ნ 415096808), არ აწარმოებს ფოთის ტერიტორიაზე ფანჯრების შეფუთვის ელემენტებს, რომელსაც უნდა აგზავნიდეს რუსეთში, რაზეც უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია „დამზადებულია საქართველოში“. სააგენტოს ჟურნალისტმა გადაამოწმა სანდო წყაროსგან მოწოდებული ინფორმაცია და მართლაც აღნიშნული კომპანია შპს პრაიმ ჯორჯია (ს/ნ 415096808) არ ახორციელებს  ფანჯრების შეფუთვის ელემენტების რუსეთში მიწოდებას. სანო წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, ჟურნალისტის მიერ განხორციელებული დათვალიერებით და თიზ-ის თანამშრომლების ანონიმური გამოკითხვით, თიზ-ის ტერიტორიაზე საერთოდ არ არსებობს ქარხანა, რომელსაც გააჩნია ფანჯრის წარმოების მოწყობილობა. ასევე სანდო წყაროს ინფორმაციას ადასტურებენ ბაზრის ექსპერტები, რომელებსაც აღნიშნულ კომპანიაზე საერთოდ არაფერი სმენიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს გუნდმა ვერ შეძლო გაერკვია უფრო კონკრეტული დეტელები,  აღნიშნული სიტუაცია ეჭვს იწვევს თიზის ადმინისტრაციის ურთიერთ  კავშირს კომპანიების საეჭვო საქმიანობის სქემებთან დაკავშირებით, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას თიზ-ის ტერიტორიაზე. ასევე სააგენტოს გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ არ არის თიზ-ის ტერიტორიაზე არანაირი აქტივობა, რაც ასევე გვიღრმავებს ეჭვებს და გვიჩენს უფრო დიდ ინტერესს სამომავლოდ დავინტერესდეთ და სხვა ხერხებით მივიღოთ შესაბამისი ინფორმაციები და უფრო ნათელი სურათი წარმოვუდგინოთ საზოგადოებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით.

 

ჟურნალისტი: ვაკო კუპრაშვილი

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.