Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes – მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2018 წელს ამ კატეგორიაში პირველ ადგილს ირლანდიური ჯგუფი U2 იკავებს, 316 მილიონი დოლარის ანაზღაურებით. ეს დიდწილად Joshua Tree-ს საერთაშორისო ტურნეს უკავშირდება, რომელიც ამავე სახელწოდების ალბომის 30-ე წლისთავს მიეძღვნა.

ლიდერთა სამეულში ასევე შედის ბრიტანული ჯგუფი Coldplay, რომლის ანაზღაურებამ წელიწადში 115 მილიონ დოლარს მიაღწია. ჯგუფის ორწლიანმა ტურნემ, სახელწდებით A Head Full Of Dreams Tour-მა, რომელიც ხუთ კონტინენტზე ჩატარდა, ჯგუფს $ 500 მილიონი მოუტანა და პოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურნე გახდა.

სამეულში ასევე შედის მუსიკოსი ედ შირანი, რომლის ანაზღაურება 110 მილიონ დოლარს შეადგენს.

გასულ წელთან შედარებით, ლიდერთა სამეული სრულიად შეიცვალა. გასულ წელს პირველ სამეულს იკავებდა: რეპერი Diddy ($110 მილიონი), ბიონსე ($105 მილიონი) და კანადელი რეპერი Drake ($94 მილიონი).

წელს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების სიაში ასევე მოხვდნენ: ბრუნო მარსი ($100 მილიონი), კეტი პერი ($83 მილიონი), ტეილორ სვიფტი ($80 მილიონი), Jay-Z ($76,5 მილიონი), Guns N ‘Roses ($71 მილიონი), როჯერ უოთერსი($68 მილიონი), Diddy ($64 მილიონი).

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.