Forbes: 2018 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანები

მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული ინტერვალი ზრდას განაგრძობს. Forbes-ის უმდიდრესი ადამიანებისგან შემდგარი სიის თანახმად, 2,208 მილიარდერი ჯამში $9.1 ტრილიონს ფლობს, რაც გასულ წელთან შედარებით 18%-იან ზრდას წარმოადგენს.

ყველაზე მდიდარი 20 ადამიანი დაახლოებით $1.2 ტრილიონს ფლობს, რაც დაახლოებით მექსიკის მშპ-ს უტოლდება. ისინი მსოფლიო მილიარდერების მხოლოდ 1%-ს წარმოადგენენ, თუმცა მათ ხელში არსებული ჯამური ქონების 13%-ის მფლობელები არიან.

მილიარდერთა სიას Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. მისი კომპანიის აქციები გასული 12 თვის განმავლობაში 59%-ით გაიზარდა, რამაც მას $39.2 მილიარდი მოუტანა. გასული წელი შესანიშნავი გამოდგა ფრანგი ბერნარ არნოსათვისაც, რომლის ქონებაც $30.5 მილიარდით გაიზარდა.

გასულ წელთან შედარებით, Forbes-ს 259 მილიარდერი შეემატა, რომლებიც სხვადასხვა სექტორს წარმოადგენენ (ტექნოლოგია, ავიაცია და სხვ.). $1 მილიარდიანი ზღვარი 89 ჩინელმა და 18-მა ამერიკელმა გადალახა. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, რეიტინგში პირველი უნგრელი და ზიმბაბველი მილიარდერიც გამოჩდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება 16%-ით ($400 მლნ.), $3.1 მილიარდამდე შემცირდა. ტრამპი რეიტინგში 766-ე ადგილს იკავებს. საქართველოდან რეიტინგში მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. 62 წლის ივანიშვილი ქონება $4.6 მილიარდით არის შეფასებული.

პირველი ათეული შემდეგი სახით დაკომპლექტდა:

  1. ჯეფ ბეზოსი – $112 მილიარდი;
  2. ბილ გეიტსი – $90 მილიარდი;
  3. უორენ ბაფეტი – $84 მილიარდი;
  4. ბერნად არნო – $72 მილიარდი
  5. მარკ ცუკერბერგი – $71 მილიარდი;
  6. ამანსიო ორტეგა – $70 მილიარდი;
  7. კარლოს სლიმი – $67.1 მილიარდი;
  8. ჩარლზ კოხი – $60 მილიარდი;
  9. დევიდ კოხი – $60 მილიარდი;
  10. ლარი ელისონი – $58.5 მილიარდი.

სრული ჩამონათვალის ნახვა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ:  forbes.com/billionaires/list/#version:static

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.