Freedom House: საქართველოს მედიის დამოუკიდებლობის ინდექსი 0,25 ქულით შემცირდა

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა 4,25 ქულით ფასდება, რაც წინა წლია მაჩვენებელზე (2016 წელი) 0,25 ქულით ნაკლებია.

“საქართველოს დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი გაუარესებულია, რაც გამოწვეულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სავარაუდო პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა, ზეწოლა “რუსთავი 2-ზე”, რაც მუდმივად, ხანგრძლივად ხდება.

2017 წელს ოთხმა ნეგატიურმა ფაქტორმა მედიის დამოუკიდებლობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია, ეს არის მიმდინარე დავა “რუსთავის 2″-ის მფლობელობის შესახებ; სამი პროსამთავრობო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გაერთიანება; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებები და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.