G7-ის სამიტის საბოლოო დოკუმენტი რუსეთს მწვავედ აკრიტიკებს

კანადაში გამართული” დიდი შვიდიანის” სამიტის საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც სამიტის ყველა წევრი აწერს ხელს, მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს. ამის შესახებ morningstar-ი წერს.

ასევე “დიდი შვიდიანი მტრული” სახელმწიფოების საქმიანობის სწრაფი რეაგირების ახალი მექანიზმის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა. ის ვარაუდობს გააფართოვოს დაზვერვის მონაცემების გაცვლა მის მონაწილეებს შორის,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

“ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებში უცხოური ჩარევა, ასევე სხვა ფორმის მტრული ქმედებები, წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესებისთვის“ – განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, შეთანხმება საჭიროა ინფორმაციის გაცვლისთვის, მოქმედების კოორდინაციისთვის და სტრატეგიის შემუშავებისთვის, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული სახელმწიფოები.

მან ასევე მოუწოდა დიდი შვიდიანის მონაწილე ქვეყნებს მიიღონ დამატებითი ზომები, რათა „შეიზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა – შეარყიოს სისტემა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“.

კერძოდ, ჩვენ ვლაპარაკობთ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ამერიკის შეეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არ უერთდება “დიდი შვიდიანის საბოლოო განცხადებას.

სამიტის პირველივე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდიანის“ შეხვედრას რუსეთიც უნდა დასწრებოდა. ფორუმში რუსეთის დაბრუნებას არ ეთანხმებიან სხვა მონაწილე ქვეყნები, მათგან ტრამპის ინიციატივას მხოლოდ იტალიის ახალმა პრემიერმინისტრმა დაუჭირა მხარი.

რუსეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. მანამდე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატის აღდენის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„დიდი შვიდიანის“ სამიტი კანადაში, ლა მალბიში 8-9 ივნისს გაიმართა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.