Google ახალ გასაიდუმლოებულ საოპერაციო სისტემაზე მუშაობს (ვიდეო)

კორპორაცია Google ნახევრად საიდუმლოდ უკვე რამდენიმე წელია ოპერაციულ სისტემა Fuchsia-ზე მუშაობს. როგორც სააგენტო Bloomberg-მა დაადგინა, მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ Fuchsia ოდესღაც შეცვლის ყველა ოპერაციულ სისტემას როგორც მობილურებზე ასევე კომპიუტერზე.

გამოცემის ცნობით, საოპერაციო სისტემა ისეა დაპროგრამებული, რომ უკეთესად აღიქვამს ხმოვან დავალებებს, ვიდრე Android-ი. ის უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომით ეკრანებზე, რათა Fuchisia-ს დაპროგრამება შესაძლებელი იყოს ტელევიზორიდან დაწყებული, მაცივრით დამთავრებული.

Bloomberg-მა დაადგინა, რომ Google-ის რეკლამის განყოფილებასა და ინჟინრებს შორის უკვე იყო სულ მცირე ერთი კონფლიქტი, რომელიც მომხმარებლების პირად ინფორმაციას ეხებოდა. კორპორაცია ჰყიდის რეკლამას, ადგილიდან და მოქმედებიდან გამომდინარე, ხოლო Fuchsia- ამ ინფორმაციას დამალავს.

ახალ ოპერატიულ სისტემაზე სულ მცირე 100 ინჟინერი მუშაობს და მისი წარმოება ნახევრად გასაიდუმლოებულია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.