Google-ის iOS კლავიატურა ტექსტს 100-ზე მეტ ენაზე გადათარგმნის

Google-ის ახალი კლავიატურა, რომლითაც iphone-ის მომხმარებლები ისარგებლებენ, ტექსტს 100-ზე მეტ ენაზე გადათარგმნის.

ამის შესახებ The Sun-ი წერს. Gboard-ს, რომლის გამოყენებასაც iphone-ის მომხმარებლები აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ, Google Translate-ის მხარდაჭერა აქვს.

ეს ნიშნავს, რომ ამ სმარტფონის მფლობელებს თავისუფლად შეუძლიათ უამრავ ენაზე აკრიფონ ტექსტი და პარალელურად თარგმნონ კიდეც. 

Android-ის მომხმარებლები ანალოგიური ფუნქციით 2017 წლიდან სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.